⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.06.2006)

საქართველოს თეატრების შესახებ

მიღების თარიღი 22.06.1999
ძალის დაკარგვა 29.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2104
სარეგისტრაციო კოდი 450.130.010.05.001.000.589
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27(34), 06/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,671 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.1999 მიღება
29.06.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თეატრების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_dum;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:78.0pt 63.7pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი საქართველოს თეატრების შესახებ ეს კანონი აწესრიგებს პროფესიული და სამოყვარულო თეატრალური მოღვაწეობით დასაქმებული ორგანიზაციების (შემდგომში – თეატრი) შექმნის, ფუნქციონირებისა და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ-ფინანსურ და სამართლებრივ ურთიერთობებს, აგრეთვე განსაზღვრავს ამ სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს. თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა პროფესიულ და სამოყვარულო სახელმწიფო და კერძო თეატრსა და თეატრალურ ორგანიზაციაზე.     მუხლი 2🔗. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი თეატრებისა და თეატრალური ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.     მუხლი 3🔗. კანონში გამოყენებული ტერმინები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) თეატრალური ხელოვნება – ხელოვნების სინთეზური დარგი, სადაც ცხოვრება აისახება სცენური წარმოდგენის (სპექტაკლის) საშუალებით და აერთიანებს ლიტერატურას (პიესა, ლიბრეტო), სამსახიობო და სარეჟისორო ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას, სახვით და ქორეოგრაფიულ ხელოვნებას; ბ) თეატრი – შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც ქმნის თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებს; გ) სახელმწიფო თეატრი – თეატრი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; დ) ადგილობრივი დაქვემდებარების (მუნიციპალური) თეატრი – თეატრი, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ე) კერძო თეატრი – თეატრი, რომლის დამფუძნებელია ფიზიკური პირი; ვ) შერეული თეატრი – თეატრი, რომლის დამფუძნებელი ერთდროულად შეიძლება იყოს სახელმწიფო და ფიზიკური პირი (პირები); ზ) თეატრალური დასი – თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი; თ) პროფესიული თეატრი – თეატრი, რომლის თეატრალურ დასში არიან პროფესიონალი ხელოვანები; ი) სამოყვარულო თეატრი – თეატრი, რომლის თეატრალური დასის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ არაპროფესიონალი ხელოვანები; კ) სტაციონარული სარეპერტუარო თეატრი – თეატრი, მისთვის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობითა და მუდმივმოქმედი თეატრალური დასით;  ლ) სარეპერტუარო თეატრი – თეატრი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, მაგრამ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი; მ) ანტრეპრიზა – თეატრალური ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს და ახორციელებს სხვადასხვა თეატრალურ პროექტს და არ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი; ნ) დრამატული თეატრი – მრავალპროფილიანი თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები); ო) მუსიკალური თეატრი – თეატრი, რომლის მიერ განხორციელებულ სცენურ წარმოდგენაში (სპექტაკლში) წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ ხელოვნებას; პ) ოპერისა და ბალეტის თეატრი – თეატრი, სადაც სცენური წარმოდგენის (სპექტაკლის) გამომსახველ ძირითად საშუალებას სცენურ მოქმედებასთან ერთად წარმოადგენს ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა და ქორეოგრაფია; ჟ) სახალხო თეატრი – საპატიო წოდება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარდგინებით ანიჭებს საქართველოს კულტურის სამინისტრო სამოყვარულო თეატრს მხატვრული მიღწევებისა და გამორჩეული სახალხო აღიარებისათვის; რ) აკადემიური თეატრი – საპატიო წოდება, რომელსაც საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი პროფესიულ სახელმწიფო თეატრს განსაკუთრებული მიღწევებისა და თეატრალური ტრადიციებისათვის.     მუხლი 4🔗. თეატრის საქმიანობის სახელმწიფო გარანტიები 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) თეატრის საქმიანობისა და მოღვაწეობის ძირითადი პრინციპების დაცვას და მის შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა; ბ) სახელმწიფო თეატრის დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საქართველოში ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არსებული თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის შეუზღუდაობას და თანასწორობას. 2. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს კერძო თეატრის ფინანსურ- სამეურნეო საქმიანობას. თავი II. თეატრისა და დამფუძნებლის (დამფუძნებელთა) უფლებები და მოვალეობანი     მუხლი 5🔗. თეატრის უფლებები თეატრის უფლებაა: ა) შემოქმედებითი საქმიანობისა და მხატვრული მიმართულების არჩევანის დამოუკიდებლობა და თავისუფლება; ბ) მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით სარგებლობა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა სახის სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის წარმართვა, თუ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას.     მუხლი 6🔗. თეატრის მოვალეობანი თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები ხელშეკრულების საფუძველზე; გ) უზრუნველყოს მის სარგებლობაში არსებული შენობის დაცვა უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით; დ) აწარმოოს შემოქმედებითი და ფინანსური საქმიანობის ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კანონის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. დამფუძნებლის (დამფუძნებელთა) უფლებები და მოვალეობანი დამფუძნებლის (დამფუძნებელთა) უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, ეს კანონი და თეატრის დებულება (წესდება). თავი III. თეატრის ორგანიზაცია და მართვა     მუხლი 8🔗. თეატრის დაფუძნება 1. თეატრი იურიდიული პირის სტატუსს იძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნების დღიდან. 2. თეატრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად. 3. თეატრი თავისი სტატუსის მიხედვით შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო თეატრი; ბ) ადგილობრივი დაქვემდებარების (მუნიციპალური) სახელმწიფო თეატრი; გ) კერძო თეატრი; დ) შერეული თეატრი. 4. თეატრი თავისი საქმიანობის ფორმით შეიძლება იყოს: ა) სტაციონარული სარეპერტუარო თეატრი; ბ) სარეპერტუარო თეატრი; გ) ანტრეპრიზა.     მუხლი 9🔗. თეატრის დამფუძნებლები თეატრის დამფუძნებელი შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო თეატრისა – სახელმწიფო; ბ) ადგილობრივი დაქვემდებარების (მუნიციპალური) სახელმწიფო თეატრისა – ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები; გ) კერძო თეატრისა – ფიზიკური პირი; დ) შერეული თეატრისა – სახელმწიფო და ფიზიკური პირი (პირები).       მუხლი 10🔗. თეატრის რეგისტრაცია 1. თეატრი საქმიანობის უფლებას იძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან. 2. რეგისტრირებული თეატრის სპეციალურ რეესტრში შეტანას აწარმოებს საქართველოს კულტურის სამინისტრო თეატრის (მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების თეატრების) საქმიანობის დაწყებიდან 2 თვის ვადაში. 3. თეატრის სპეციალურ რეესტრში შეტანის წესს ადგენს საქართველოს კულტურის მინისტრი. 4. საქართველოში მოქმედი ყველა სახის თეატრი, რომელიც ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3–4 პუნქტებითაა განსაზღვრული, ექვემდებარება რეგისტრაციასა და სპეციალურ რეესტრში შეტანას.     მუხლი 11🔗. თეატრის მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად. 2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, თეატრის სამხატვრო საბჭოს, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან. 3. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თეატრის მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. 4. თეატრის სამხატვრო საბჭოს ირჩევს თეატრალური დასი. 5. თეატრის ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას წარმართავს თეატრის დირექტორი. 6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ხელშეკრულებას დებს : ა) სახელმწიფო თეატრში – საქართველოს კულტურის სამინისტრო; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო თეატრებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროები; გ) ადგილობრივი დაქვემდებარების (მუნიციპალურ) სახელმწიფო თეატრში – ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები შესაბამის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით; დ) კერძო თეატრში – დამფუძნებელი ფიზიკური პირი; ე) შერეულ თეატრში – დამფუძნებლები, შესაბამის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით. 7. თეატრის დირექტორთან ხელშეკრულებას დებს: ა) სახელმწიფო თეატრში – საქართველოს კულტურის სამინისტრო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო თეატრებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროები თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან შეთანხმებით; გ) ადგილობრივი დაქვემდებარების (მუნიციპალურ) სახელმწიფო თეატრში – ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და შესაბამის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით; დ) კერძო თეატრში – დამფუძნებელი ფიზიკური პირი; ე) შერეულ თეატრში – დამფუძნებლები, შესაბამის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით. 8. თეატრალური ხელოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ხელშეკრულებას დებენ მსახიობთან არანაკლებ 3 წლის (თეატრალური სეზონის) ვადით. თუ ამ ხნის განმავლობაში სამხატვრო ხელმძღვანელი არ დააკავებს მსახიობს რომელიმე სცენურ წარმოდგენაში (სპექტაკლში), მას უფლება არა აქვს ცალმხრივად გააუქმოს მათ შორის დადებული ხელშეკრულება.     მუხლი 12🔗. თეატრის ხელმძღვანელების უფლებები 1. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) წარმოადგენს თეატრს ყველა დონეზე და პასუხისმგებელია მის წინაშე მდგარი ამოცანების სწორად და დროულად გადაჭრაზე; ბ) წყვეტს თეატრალური დასის წევრების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად; გ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს თეატრის სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ჯგუფს. 2. თეატრის დირექტორი თეატრის დებულების (წესდების) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) წყვეტს (ხელშეკრულების საფუძველზე) თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს; ბ) წარმართავს თეატრის ეკონომიკურ, ფინანსურ, კომერციულ, აგრეთვე ორგანიზაციულ საქმიანობას; გ) პასუხისმგებელია სცენური წარმოდგენის (სპექტაკლის) მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს; დ) ანგარიშვალდებულია ეკონომიკურ, ფინანსურ და კომერციულ საქმიანობაზე. 3. თეატრს შეიძლება ჰყავდეს მთავარი რეჟისორი (დრამატულ თეატრში), მთავარი რეჟისორი და მთავარი დირიჟორი (მუსიკალურ თეატრში) იმ შემთხვევაში, თუ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არ არის შესაბამისად რეჟისორი ან დირიჟორი. 4. მთავარ რეჟისორთან, მთავარ დირიჟორთან, მთავარ ბალეტმაისტერთან, მთავარ ქორმაისტერთან ხელშეკრულებას დებს: ა) სახელმწიფო თეატრში – საქართველოს კულტურის სამინისტრო; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო თეატრებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროები; გ) ადგილობრივი დაქვემდებარების (მუნიციპალურ) სახელმწიფო თეატრში – ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით და შესაბამის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით; დ) კერძო თეატრში – დამფუძნებელი ფიზიკური პირი; ე) შერეულ თეატრში – დამფუძნებლები, შესაბამის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით. თავი IV. თეატრის ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები     მუხლი 13🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრების დაფინანსება მისი სტატუსისა და საქმიანობის ფორმების გათვალისწინებით წარმოებს: ა) ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით; გ) ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით; დ) დამფუძნებელთა კერძო საწესდებო ფონდითა და სხვა სახსრებით; ე) სამეურნეო (კომერციული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით; ვ) უცხოური ინვესტიციებით; ზ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობებით; თ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით; ი) სხვა შემოსავლით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 2. თეატრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. თავი V. თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 14🔗. თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად.     მუხლი 15🔗. საერთაშორისო თანამშრომლობა თეატრი საერთაშორისო თანამშრომლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად. თავი VI. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის     მუხლი 16🔗. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი VII. გარდამავალი დებულებანი     მუხლი 17🔗. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „აკადემიური თეატრის სტატუსის შესახებ“; ბ) საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებები: ბ.ა) „სახელმწიფო თეატრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ.ბ) „სახალხო თეატრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ.გ) „თეატრების სპეციალური რეესტრის წარმოების წესის შესახებ“. თავი VIII. დასკვნითი დებულება     მუხლი 18🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი          ე. შევარდნაძე. თბილისი, 1999 წლის 22 ივნისი. №2104-IIს     შეტანილი ცვლილებები: 1.    ძალადაკარგულია - საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3288 – სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.187