ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.128.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  

დადგენილება №11

2012 წლი ს 19 მარტი

დ. ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამ ტ კიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამ ტ კიცების შესახებ“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში“ (საკანონმდებლო მაცნე №14, 2010 წლის 19 აგვისტო, მუხლი 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამკიცების შესახებ“

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებ ე ლი“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“  ქვეპუნქტი:

„თ) სოფლის მეურნეობის სამსახური“.

 3. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლის მე- 3

 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, ქალაქ თ მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება- დამუშავება და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, გარემოს დაცვის და მიწის მართვის ორგანიზება და კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება- განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“.

 4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე- 13 მუხლს დაემატოს მე- 8 პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. სოფლის მეურნეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული  პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის  მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. მაჭავარიანი