„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5913-რს
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.016629
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის:

ა) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა.

10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101  პუნქტი:

„101 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 384  მუხლი:

     „მუხლი 384 . ცალკეული სახის სანებართვო საქმიანობაზე ნებართვის მოქმედების განსაკუთრებული წესი

რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას გაიცემა მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა 1 წლის ვადით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 20 მარტი.

№5913 –რს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.03.2012.
როდის იქნა მიღებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5913-რს. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.05.001.016629.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5913-რს, 20.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.016629 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1618553/