დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.03.2012
ძალის დაკარგვა 27.01.2014
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.1, li.1, div.1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.1CxSpFirst, li.1CxSpFirst, div.1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.1CxSpMiddle, li.1CxSpMiddle, div.1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.1CxSpLast, li.1CxSpLast, div.1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpFirst, li.ListParagraph1CxSpFirst, div.ListParagraph1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpMiddle, li.ListParagraph1CxSpMiddle, div.ListParagraph1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpLast, li.ListParagraph1CxSpLast, div.ListParagraph1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.a0, li.a0, div.a0 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a0CxSpFirst, li.a0CxSpFirst, div.a0CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a0CxSpMiddle, li.a0CxSpMiddle, div.a0CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a0CxSpLast, li.a0CxSpLast, div.a0CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
span.PlainTextChar { }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:43.1pt 50.45pt .5in 42.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
დუშეთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2012 წლის 26
მარტი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის
მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს
:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს დუშეთის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი
№1)
.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006
წლის 16 დეკემბრის
№12
დადგენილება.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. დუშეთის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) იქმნება დუშეთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით.
2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, დუშეთის
მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ტერიტორიულ ორგანოს აქვს საკუთარი შტამპი და ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
4. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის– თვითმმართველი ერთეულის
რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის
რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
3. ტერიტორიული ორგანოს
საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.
მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში
მოსახლეობასთან ურთიერთობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან (თანამდებობის პირებთან);
ბ) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების თაობაზე
;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
ე) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ, აცნობს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;
ვ) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ; მოსახლეობის მონაწილეობას აღნიშნული
პროგრამებისა და
პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;
ზ
) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებ
ს, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის წარდგენას;
თ
) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ი
) მოქალაქეებზე
გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
კ
) უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების ორგანიზებას საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით;
ლ)
ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
მ
) გამგებელს
პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის, პირთა დაბადებისა და გარდაცვალების, ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში
საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებებ
ს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების, გასაწევი ხარჯებისა და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;
ბ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს;
გ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნებისა და მიწოდების თანაფარდობების დოკუმენტების მომზადებაში;
დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებ
სა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე;
ე) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ვ) ამზადებს წინადადებებ
ს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას.
მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებ
ს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ბ) მონაწილეობს ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის დოკუმენტაციის მომზადებაში; ორგანიზებას უწევს ამისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას;
გ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
დ) უზრუნველყოფს როგორც ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის, ისე გამგებლის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შესახებ;
ე) პერიოდულად, დადგენილი ფორმით,
წარუდგენს გამგებელს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ.
მუხლი 6🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში
მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავებს წინადადებებ
ს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ბ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვას და მიზნობრივ გამოყენებას.
მუხლი 7🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას, მისი გამოყენებისა და სარგებლობის კონტროლს;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
გ) აკონტროლებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას;
დ) ახორციელებს მოსახლეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 8🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში
სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, მათი ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების მომზადებაში და მათი განხორციელების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ბ) მეთვალყურეობს დასუფთავებისა და გარე რეკლამის განთავსების წესების დაცვას;
გ) პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგენს გამგებელს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 9🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე;
ბ) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
გ) უზრუნველყოფს ზედამხედველობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებაზე;
დ) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას და წინადადებებს გარე განათების, სანიაღვრე არხების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, მოედნების მდგომარეობის შესახებ;
ე) პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგენს გამგებელს ინფორმაციას სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას.
მუხლი 10🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავებს წინადადებებს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებზე;
ბ) ამზადებს წინადადებებს დასაქმების საკითხებზე, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებაში და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) კოორდინაციას უწევს კულტურული და სპორტული დაწესებულებების საქმიანობას;
ე) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
ვ) პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგენს გამგებელს ინფორმაციას:
ვ.ა) ადმინისტრაციულ ერთეულში იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, აგრეთვე ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის, მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ვ.ბ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 11🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში
მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, სამეზობლო და ოჯახური დავების რეგულირებაში;
ბ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
გ) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას;
დ) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში;
ე) ხელს უწყობს ადმინისტრაციულ ერთეულში სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას.
მუხლი 12🔗. ტერიტორიული ორგანოს მართვა
1. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას უძღვება თვითმმართველი ერთეულის
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
– თვითმმართველი ერთეულის
რწმუნებული
, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. თვითმმართველი ერთეულის
რწმუნებული კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია
მისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) ქმნის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეებისათვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელ პირობებს;
ე) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 13🔗. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები
1. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – მოსამსახურეები) არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი
2. მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან თვითმმართველი ერთეულის
რწმუნებულის წინაშე.
3. მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური
პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.