,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№11
2012 წ ლ ის 21 მარტი
ქ. წყალტუბო
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №37 დადგენილების (სსმ, 10, 12/08/2010. 010250020.35.122.000194) პირველი და მეორე მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ი და აღმასრულებელი ორგანოების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია თანდართული დანართის მიხედვით.“
„2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ბეჭდით ამოწმებენ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებულ დოკუმენტაციას.“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
დანართი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ი და აღმასრულებელი ორგანოების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია
№1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
№2 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
№3 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
№4 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
№5 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.
№6 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
№7 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახური.
№8 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
№9 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური.
№10 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
№11 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქ.წყალტუბოში.
№12 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ გეგუთში.
№13 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გვიშტიბის თემში.
№14 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გუმბრის თემში.
№15 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დღნორისის თემში.
№16 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მაღლაკის თემში.
№17 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მექვენის თემში.
№18 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მუხიანის თემში.
№19 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ოფურჩხეთის თემში.
№20 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ოფშკვითში.
№21 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო პატრიკეთის თემში.
№22 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რიონის თემში.
№23 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ საყულიაში.
№24 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ფარცხანაყანევში.
№25 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქვიტირის თემში.
№26 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ცხუნკურის თემში.
№27 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო წყალტუბოს თემში.
№28 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
№29 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.