⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.08.2014)
გაუქმებულია:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2012
ძალის დაკარგვა 07.08.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.122.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,254 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2012 მიღება
07.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 27.0pt 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №12 2012 წ ლის 21 მარტი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება თანდართული დანართის სახით.     მუხლი 2🔗.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 სექტემბრის №36 დადგენილება.     მუხლი 3🔗. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს (ო.ჩიტაიშვილი).     მუხლი 4🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                   მ . საღარეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს                                   დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) განამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირს მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა შესრულებას, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდებას, უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მართვას. 2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობის) დებულება და ეს დებულება. 3. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის დაფინანსება და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.     მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი -– რწმუნებული 1. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი (შემდგომში – გამგებელი). 2. ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში რწმუნებული, საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით: ა/ წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ/ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (შემდგომში – საკრებულო), გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; გ/ ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ/ გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე/ უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ/ ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ/ მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; თ/ მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას; ი/ აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს; კ/ ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას; ლ/ მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში; მ/ შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე ; ნ/ კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ო/ შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; პ/ მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ჟ/ თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; რ/ მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; ს/ ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ტ/ ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში: ა/ მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ/ პირების დაბადებისა და გარდაცვლების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ/ უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ/ დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე/ იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ვ/ ჩასახლებული ეკომიგრატებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ/ მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ/ სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობისა და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 4. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო. 5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის შინაშე. 6. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.     მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები 1. ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები არიან გამგეობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც რწმუნებულის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები ფუნქციების განაწილების შესაბამისად ახორციელებენ ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 3. ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები ანგარიშვალდებული არიან რწმუნებულისა და გამგებლის წინაშე.     მუხლი 4🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოთა ჩამონათვალი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი ტერიტორიული ორგანოები: ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქ. წყალტუბოში (სამოქმედო ტერიტორია – ქ. წყალტუბო); ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ გეგუთში (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი გეგუთი); გ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გვიშტიბის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გვიშტიბი, გუბისწყალი, თერნალი, პირველი წყალტუბო); დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გუმბრის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუმბრა, ბანოჯა,ხომული); ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დღნორისის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დღნორისა, საჩხეური, ლეხინდრისთავი, ჭაშლეთი); ვ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მაღლაკის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მაღლაკი, მიწაწითელი); ზ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მექვენის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მექვენა, ვანისჭალა, დერჩი, ბენთქოულა, ქვედა ონჭეიში, ზედა ონჭეიში); თ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მუხიანის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მუხიანი, ქვედა მესხეთი, უკანეთი); ი) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ოფურჩხეთის თემში (სამოქმედო ტერიტორია –სოფლები: ოფურჩხეთი, ჯიმასტარო, გუმათი, ჟონეთი, ნამოხვანი); კ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ოფშკვითში (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ოფშკვითი); ლ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო პატრიკეთის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: პატრიკეთი, ტყაჩირი); მ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რიონის თემში –  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: რიონი, ზარათი, მეჩხერი, კუდოთი, სორმონი ჭოლევი, ნოღა); ნ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ საყულიაში (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი საყულია); ო) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ფარცხანაყანევში (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ფარცხანაყანევი); პ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქვიტირის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქვიტირი, ზედა მესხეთი); ჟ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ცხუნკურის თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ცხუნკური, ყუმისთავი, ჩუნეში, ბესიაური); რ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო წყალტუბოს თემში (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სოფელი წყალტუბო, ქვილიშორი, ჩუნეში).