წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.03.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.122.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | შერეული საქონლის მაღაზია და სუპერმარკეტი |
| 2 | სასურსათო მაღაზია |
| 3 | სამრეწველო მაღაზია |
| 4 | აფთიაქი |
| 5 | შერეული საქონლის ბაზრობა |
| 6 | აგრარული ბაზარი |
| 7 | კაფე, ბარი, რესტორანი სასადილო |
| 8 | სარიტუალო დარბაზი |
| 9 | სასტუმრო |
| 10 | სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი |
| 11 | საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი |
| 12 | სახელწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება |
| 13 | რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, აეროპტი |
| 14 | ფასიანი ავტოსადგომი |
| 15 | კლუბი, კინოთეატრი, თეატრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 28.3pt 9.0pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №15
2012 წლის 21 მარტი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1🔗
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი მოსაკრებლები:
1.1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ) ნებართვისათვის;
1.2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
1.3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს შემდეგი თანდართული ინსტრუქციები:
2.1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ (დანართი 1).
2.2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ (დანართი 2).
2.3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ (დანართი 3).
მუხლი 3🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს (ო. ჩიტაიშვილი).
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
დანართი 1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის
გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და გასაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვა არის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება დაიწყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობა, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტები მშენებლობისა.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობა დასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.
3. ნებართვის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტია სანებართვო მოწმობა.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და/ან იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის ოდენობა
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი ახალ ასაშენებელოი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 3 ლარის ოდენობით.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს 4500 ლარი.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება მისი ოდენობის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობზე გამრავლებით.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის მოსაკრებლის გადახდა ხდება დადგენილი წესით წინასწარ, ნებართვის მიღებამდე.
დანართი 2
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი), წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის.
3. დასახლებული ტერიტორიების დასუფთავება გულისხმობს მასზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4. ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის ყოფაცხოვრებისა და საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
5. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, სამედიცინო ნარჩენების მართვის, აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები.
7. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებლებსა ან გაქირავებულ ბინებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს.
8. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად, განისაზღვრება:
ა) ფიზიკური პირებისათვის (გარდა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისა) – 0.50 ლარი ერთ სულ მოსახლეზე თვეში;
ბ) ორგანიზებულ სექტორში განთავსებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – 0.40 ლარი ერთ სულზე თვეში;
გ)
იურიდიული პირებისათვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 13.41 ლარი კუბ. მეტრი დაგროვილი ნარჩენების გატანისათვის.
1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის და ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაკავებული ფართობის შესაბამისად შემდეგი ცხრილის მიხედვით:
№
საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის მიხედვით
ზომის ერთეული
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა
1
2
3
4
1
შერეული საქონლის მაღაზია და სუპერმარკეტი
სამუშაო ფართის 1 მ2
0.3
2
სასურსათო მაღაზია
სამუშაო ფართის 1 მ2
0.3
3
სამრეწველო მაღაზია
სამუშაო ფართის 1 მ2
0.3
4
აფთიაქი
სამუშაო ფართის 1 მ2
0.2
5
შერეული საქონლის ბაზრობა
ერთი ადგილი
0.4
6
აგრარული ბაზარი
ერთი ადგილი
0.5
7
კაფე, ბარი, რესტორანი სასადილო
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.5
8
სარიტუალო დარბაზი
საერთო ფართის 1 მ2
0.15
9
სასტუმრო
ერთი საწოლი
0.4
10
სკოლა, კოლეჯი, ტექნიკუმი
ერთ მოსწავლეზე
0.05
11
საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი
ერთ აღსაზრდელზე
0.05
12
სახელწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება
საერთო ფართის 1 მ2
0.01
13
რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, აეროპტი
ღია ფართის 1 მ2
0.004
დახურული ფართის 1 მ2
0.02
14
ფასიანი ავტოსადგომი
ფართის 1 მ2
0.01
15
კლუბი, კინოთეატრი, თეატრი
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.01
16
ობიექტი ტოტალიზატორი, კლუბი, სათამაშო აპარატები, ინტერნეტკაფე
საერთო ფართის 1 მ2
0.2
17
ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 მ2
0.1
18
ავტოშემკეთებელი, სახელოსნო
ღია ფართის 1 მ2
0.01
დახურული ფართის 1 მ2
0.05
19
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 მ2
0.15
20
ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
საერთო ფართის 1 მ2
0.2
21
სტადიონი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი დაწესებულების ღია ტერიტორია და მანეჟი, სპორტ-კლუბი, ფიტნეს კლუბი
ღია ფართის 1 მ2
0.01
დახურული ფართის 1 მ2
0.04
22
საფოსტო და კავშირგაბმულობის დაწესებულება
საერთო ფართის 1 მ2
0.15
23
საპარიკმახე
რო, სილამაზის სალონი, და სხვა საყოფაცხოვრებო
საერთო ფართის 1 მ2
0.3
24
პურის საცხობი, საკონდიტ
რო
საერთო ფართის 1 მ2
0.1
25
მშენებარე ობიექტი
საერთო ფართის 1 მ2
0.05
26
სარემონტო სამუშაო გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა
საერთო ფართის 1 მ2
0.04
27
ღია ტიპის დასვენებისა და გართობის ადგილი
საერთო ფართის 1 მ2
0.004
28
სამხედრო ნაწილი და პენიტენციალური სისტემა
ერთი ადგილი
0.3
29
საწყობი პირდაპირი მიყიდვის
ღია საერთო ფართის 1 მ
2
0.01
30
ობიექტის ღია ტერიტორია
საერთო ფართის 1 მ
2
0.004
31
მუზეუმი, ბიბლიოთეკა
საერთო ფართის 1 მ
2
0.02
32
საავადმყოფო, სამშობიარო სახლი
ერთი საწოლი
0.2
33
პოლიკლინიკა, სამედიცინო დაიგნოსტიკური ცენტრი, ექიმისა და სტომატოლოგიის კაბინეტი
საერთო ფართის 1 მ
2
0.06
34
ინვალიდთა თავშესაფარი ბავშვთა სახლი
ადგილი
0.05
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის მოსაკრებლის თაობაზე შეტყობინება გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. მოსახლეობის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის თაობაზე შეტყობინება გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობითი მიმართვის მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. შეტყობინება ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 10 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
9. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
11. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
12. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე აწარმოებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია:
ა) წყალტუბოს მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები;
გ) პერსონალური პენსიონრები;
დ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებზე და სხვა ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები;
ე) დედ-მამით ობოლი ბავშვები;
ვ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
ზ) ერთი ან მეტი პენსიონრისაგან შემდგარი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნია კანონით ვალდებული მარჩენალი.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
5. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდის გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
6. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების მეტი ნაწილი.
7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), თითოეული „ტერიტორიებიდან“ ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობის შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ტერიტორიაზე არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს დადგენილი წესით.
2. შეტყობინების ტიპურ ფორმას ბრძანებით ამტკიცებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ნომერი; სახელწიფო ხაზინის კოდი; მოსაკრებლის სახაზინო კოდი;
გ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდის ვადა;
ვ) გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 10 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 3
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონისა და „სათამაშო ბიზნესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის კანონით დადგენილი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებული აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის ოდენობა
მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარი;
ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
დ) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადამხედელები, გადახდის წესი და ვადები
მოსაკრებლის გადამხდელებს, გადახდის წესს და ვადებს ადგენს კანონმდებლობა.