„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19
2012 წლის 23 მარტი
დ აბა სტეფანწმინდა
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის,43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს № 12 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (სსმ , №26 ,17.09.2010 , მუხ.706) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება :
1. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,პ ”, „ჟ ”, „რ“ ქვეპუნქტები:
„პ) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შ ემთხვევაში საურავის დაკისრების შესახებ;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომა ს შტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით დამატებითი ადგილების გამოყოფის თაობაზე;
რ) იღებს გადაწყვეტილებას გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გამოყოფაზე დაბა სტეფანწმინდის ქუჩებზე, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გზების მიმდებარე და სოფლების ცენტრალური ქუჩების ტერიტორიაზე. ”.
2.დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,კ“ ქვეპუნქტი:
„კ) „მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“.
3.მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები .
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია: დაბა სტეფანწმინდა, სოფლები:ცდო და გველეთი);
ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი,
ართხმო);
გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი,თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი);
დ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები:გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი,ყანობი);
ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები:კობი, უხათი, ალმასიანი, აბანო, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა, კართსოფელი, კეთრისი,ტეფი, ბურმასიგი, სუატისი, რესი);
ვ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის ტერიტორიული ორგანო;
(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი,ფალაგყაუ,
ქუმლისციხე) .”.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია