საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №ჩანაწერების თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2012
matsne.gov.ge 2,278 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
შემოსვლის თარიღი
რიგითი ნომერი გაცემის თარიღი
გაცემულია მიღებულია (უკან დაბრუნება)
იარაღის დასახელება იარაღის სერია (არსებობისას) და ნომერი
საბრძოლო მასალის დასახელება საბრძოლო მასალის რაოდენობა
გაუხარჯავი გამტყუნებული
დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი ჩანაწერების თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება № 96 2012 წლის 23 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა . ხეთაგური საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ) სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის (შემდეგში – იარაღი) და საბრძოლო მასალის შენახვის მოთხოვნებს. 2. სააგენტოს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვას და გაცემას ახორციელებს სააგენტოს ინდი ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (შემდგომში – შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი). 3. სააგენტოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით, შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი ორგანიზებას უწევს იარაღების შეკეთებას, უვარგისი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოწერას, მასვე ევალება სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობების ჩატარების ორგანიზება. 4. ამ წესში გამოყენებული ტერმინები დადგენილია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით. 5. ამ წესში ტერმინს – „თანამშრომელი”, აქვს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 11 ​1 მუხლში განსაზღვრული თანამდებობის პირების მნიშვნელობა.     მუხლი 2🔗. იარაღის და საბრძოლო მასალის მიღება და გადაცემა 1. სააგენტოს სისტემაში შეიარაღებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირი, სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე, დადგენილი წესით ახორციელებს იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას (გადაცემას) და პასუხს აგებს მის მოვლა-შენახვაზე (გარდა იმ იარაღისა, რომელიც დადგენილი წესით გადაცემულია სარგებლობაში თანამშრომელ ზე).  2. სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მისაღებად თანამშრომელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:  ა) თანამშრომელ ს უნდა ეკავოს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 11​1 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა; ბ) თანამშრომლ ის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს დისციპლინური წარმოება; გ) თანამშრომლი ს მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა; დ) თანამშრომელ ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. 3. თანამშრომელ ს, სააგენტოს სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. 4. იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი მის დაცვასა და მოვლაზე, იგი ასევე ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები იარაღის ბრუნვის თაობაზე. 5. აკრძალულია იარაღის ტარება იარაღის სამაგრი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. 6. აკრძალულია იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირზე ან/და მისი ღიად დემონსტრირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. თანამშრომელი მის პირად საკუთრებაში არსებულ „სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის“ მქონე იარაღის ტარებისას ვალდებულია სამსახურებრივი პირადობის მოწმობასთან ერთად თან იქონიოს მასზე გაცემული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა. 8. თანამშრომლი ს პირად საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. სააგენტოს საკადრო ფუნქციების მქონე შესაბამისი სამსახური (ან შესაბამისი თანამდებობის პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს ამ წესში მოხსენიებულ თანამშრომელთათვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას. 10. სააგენტოს სისტემაში მიღებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის დათვალიერება წარმოებს შეიარაღებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირის თანდასწრებით. 11. მიღებული იარაღი და საბრძოლო მასალა, შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილი უნდა იქნეს „შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის წიგნში“ (ფორმა №1). 12. იმ შემთხვევაში, თუ იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებისას გამოვლინდება მათი დანაკლისი ან ხარისხის შეუსაბამობა დოკუმენტებში წარმოებულ ჩანაწერებთან, პასუხისმგებელი პირი ადგენს „ვიზუალური დათვალიერების აქტს“ (ფორმა №4). მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ხელმძღვანელობის წერილობითი ინფორმირება შესაბამისი ზომების მისაღებად. 13. იარაღის და საბრძოლო მასალის გაცემის და მიღების აღრიცხვა ხდება შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოებულ „შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გაცემის და მიღების წიგნში“ (ფორმა №2). 14. სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სასწავლო სროლების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსი . 15. სასროლეთზე საბრძოლო მასალის გახარჯვის აღრიცხვის მიზნით, შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებს „საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უწყისს“ (ფორმა №3). 16. თანამშრომელ ები ვალდებულნი არიან, საბრძოლო მასალის გახარჯვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე, არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, წერილობით (მოხსენებითი ბარათით) აცნობონ სააგენტოს უფროსს საბრძოლო მასალის გახარჯვის თაობაზე. მოხსენებით ბარათში აღნიშნული უნდა იქნეს როდის, სად, ვის მიერ, რა მიზნებისათვის, რამდენი და რა კატეგორიის საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული. გახარჯული საბრძოლო მასალა ჩამოიწერება აღრიცხვიდან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სააგენტოს უფროსის თანხმობის შემთხვევაში. 17. თანამშრომელ თა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინების პერიოდში, მათზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ბარდება შესაბამის შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს. 18. სააგენტოს სისტემის თანამშრომელისა თვის განკუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალა გაიცემა თანამშრომლის თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე. 19. თანამშრომელის შვებულებაში ყოფნისას ან/და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინების პერიოდში, მათზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი წინამდებარე დადგენილი წესით ბარდება შესაბამის სააგენტოს შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს. აღნიშნულ შემთხვევებში თანამშრომელს ეძლევა იარაღის შემცვლელი ბარათი (ფორმა №4 ). 20. თანამშრომლის სამსახურიდან წასვლისას, სხვა სამსახურში გადაყვანისას ან სამსახურიდან დათხოვნისას, იარაღი და საბრძოლო მასალა დაუყოვნებლივ უნდა ჩაბარდეს სააგენტოს შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს. (წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი).     მუხლი 3🔗. იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვა 1. იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა უნდა ასახავდეს სააგენტოს სისტემაში შეიარაღებით და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფის ფაქტობრივ მდგომარეობას და იძლეოდეს მის მოვლა-შენახვაზე კონტროლის განხორციელების საშუალებას. აღრიცხვას ექვემდებარება სისტემაში არსებული მთელი შეიარაღება და საბრძოლო მასალა – სრულად.  2. იარაღის და საბრძოლო მასალის სააღრიცხვო დოკუმენტებია: წიგნები, უწყისები, აქტები, იარაღის შემცვლელი ბარათები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალში – ფორმა №6 . 3. სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა შეივსოს გარკვევით, წაშლისა და ამოფხეკის გარეშე. დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება არასწორად ჩანაწერი ციფრის ან ტექსტის ხაზით გადაშლით ისე, რომ ძველი ჩანაწერი იკითხებოდეს და მასზე ზემოდან სწორი ციფრის ან ტექსტის დაწერით. შესწორების დამტკიცება ხდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. სააღრიცხვო დოკუმენტებში ჩანაწერების გასწორებისას ერთდროულად წარმოებს შემდგომი შედეგების გასწორებაც. 4. სააღრიცხვო დოკუმენტის ბლანკის შევსებისას, ჩანაწერისაგან თავისუფლად დარჩენილი ადგილი მოიხაზება ზიგზაგოვანი ხაზით, რათა ბოლო ჩანაწერსა და ხელმოწერას შორის შეუძლებელი იყოს რაიმე ჩანაწერის ჩამატება. 5. წიგნი იწარმოება ბოლომდე. ყოველი ახალი წიგნის შემოღება ხდება ინვენტარიზაციის მონაცემების გათვალისწინებით ან მათში შემოწმებული ნაშთის გადატანის გზით ძველი წიგნებიდან. 6. „შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის წიგნი“ ფორმა №1 განკუთვნილია მთლიანი სამსახურებრივ-საშტატო შეიარაღების და საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და მოძრაობის ჩანაწერებისათვის. 7. პირად შემადგენლობაზე „შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გაცემისა და მიღების წიგნი“ ფორმა №2 წარმოადგენს ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს. 8. პრაქტიკული მეცადინეობის მიზნით სროლებისათვის და უშუალოდ სასროლეთზე (ტირში) გაცემული საბრძოლო მასალის აღრიცხვა წარმოებს „საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უწყისში“ (ფორმა №3).     მუხლი 4🔗. შეიარაღების დაცვის კონტროლი, აღრიცხვის წესი, იარაღის და საბრძოლო მასალის დანაკლისის, მწყობრიდან გამოყვანის საქმეების განხილვა  1. სააგენტოს სისტემაში იარაღის და საბრძოლო მასალის ბრუნვის წესების დარღვევების შესახებ შესაბამის აქტებსა და მიმართვებს (მოხსენებითი ბარათები) განიხილავს სააგენტოს გენერალური ინსპექცია. 2. შეიარაღების შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იარაღის ნომრების მიხედვით შედარებას, იდენტიფიკაციას და მუდმივად ტარების უფლების მქონე თანამშრომლ ებზე იარაღის სახეზე არსებობის მდგომარეობას. 3. ჩატარებული შემოწმების შედეგებზე უნდა შედგეს „ვიზუალური დათვალიერების აქტი“ (ფორმა №5 ). 4. იარაღის და საბრძოლო მასალის საწყობში შენახვის წესის შესრულების და აღრიცხვის სისწორის მდგომარეობა მოწმდება სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ (შერჩევითი მოულოდნელი შემოწმების სახით). 5. სააგენტოს სისტემის თანამშრომელ ზე რიცხული იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში თანამშრომელმა , რომელსაც გადაცემული აქვს სამსახურებრივ საშტატო იარაღი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს ქვედანაყოფს, სააგენტოს ხელმძღვანელობას და სააგენტოს გენერალურ ინსპექციას. 6. სააგენტოში უფლებამოსილ პირებზე რიცხული იარაღის ან/და საბრძოლო მასალის დანაკლისის ფაქტების აღმოჩენისას, სააგენტოს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდება სამსახურებრივი შემოწმება. 7. დაკარგული იარაღი და საბრძოლო მასალის ჩამოწერა და სააგენტო სადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. 8. თანამშრომელთა ბრალეული ქმედებით, ან დისციპლინური გადაცდომის შედეგად უვარგისად ქცეული იარაღი და საბრძოლო მასალა უბრუნდება იარაღის გამცემს დადგენილი წესით, ხოლო სააგენტო სთვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ამ თანამშრომლ ის მიერ ანაზღაურებას, მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. 9. ექსპლუატაციის და ცვეთის შედეგად გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოწერა და გადაცემა ხდება „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების“ შესაბამისად. 10. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის მიმართ დაიწყება დისციპლინური წარმოება ან სააგენტოს გენერალური ინსპექციის წარდგინების საფუძველზე დროებით შეუჩერდება სამსახურებრივი ურთიერთობა, შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის მეშვეობით უზრუნველყოს აღნიშნულ პირზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევა და დადგენილი წესით შენახვა.     მუხლი 5🔗. იარაღის (და საბრძოლო მასალის) შენახვა და ტარება 1. იარაღი (გარდა სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული, უკვე გადაცემული იარაღისა, რომელიც არ ინახება დაწესებულებაში) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში (მშრალ, ნათელ ოთახში) არსებულ ლითონის კარადაში, რათა გამოირიცხოს მათთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. 2. იარაღი საწყობში ინახება განმუხტულ მდგომარეობაში, ცალკეული სახეებისა და კატეგორიების მიხედვით. შესაკეთებელი იარაღი ინახება გამართული იარაღისგან განცალკევებით, ინახება რკინის კარადებში დაშვებული და დამცველზე დაყენებული ჩახმახით. კარადები უნდა იყოს ჩაკეტილი და გასაღებები უნდა ინახებოდეს შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირთან. 3. აკრძალულია განათების მიზნით ღია ცეცხლის წყაროს მეშვეობით (ნავთის ფარნის, სანთლის, თხევადი საწვავით) მანათობელი ხელსაწყოების გამოყენება. იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის ადგილებზე აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საწვავის და ადვილად აალებადი ნივთიერებების შენახვა. 4. სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღი და საბრძოლო მასალა მათ უნდა შეინახონ ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მათი დაცვა, უსაფრთხოება და გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა, ან/და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. ფორმა №1 „შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის“ წ ი გ ნ ი დაიწყო „-------“ „----------------------------------“ 20 წ. დამთავრდა „--------“ „---------------------------“ 20 წ. ნაწილი I. იარაღის აღრიცხვა № შემოსვლის თარიღი საბუთის № და საიდან შემოვიდა იარაღის დასახელება იარაღის ნომერი და სერია გამოშვების წელი (მისი არსებობისას) კატეგორია როდის და სად წავიდა შენიშვნა 1 2 ნაწილი II. საბრძოლო მასალის აღრიცხვა № შემოსვლის თარიღი საბუთის № და საიდან შემოვიდა დასახელება კალიბრი როდის და სად წავიდა შენიშვნა 1 2 ფორმა №2 „შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემისა და მიღების“ წ ი გ ნ ი დაიწყო „-------“ „----------------------------------“ 20 წ. დამთავრდა „--------“ „---------------------------“ 20 წ. ნაწილი I. შეიარაღების გაცემა და მიღება რიგითი ნომერი გაცემის თარიღი ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) თანამდებობა სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნომერი იარაღის ტარების მოწმობის ნომერი გაცემულია მიღებულია (უკან დაბრუნება) იარაღის დასახელება იარაღის სერია (არსებობისას) და ნომერი მჭიდების/ვაზნების რაოდენობა გავეცი ხელმოწერა ჩავიბარე ხელმოწერა მიღების თარიღი იარაღის სერია (არსებობისას) და ნოერი მჭიდების/ვაზნების რაოდენობა ჩამბარებლის ხელმოწერა მიმღების ხელმოწერა 1 განყოფილება „ა” პისტოლეტების. განყოფილება „ბ” შაშხანების, სასწავლო შეიარაღების და ა.შ. ნაწილი II. საბრძოლო მასალის გაცემა და მიღება რიგითი ნომერი გაცემის თარიღი ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) თანამდებობა სამსახურეობრივი პირადობის მოწმობის ნომერი იარაღის ტარების მოწმობის ნომერი გაცემულია მიღებულია (უკან დაბრუნება) საბრძოლო მასალის დასახელება საბრძოლო მასალის რაოდენობა გავეცი ხელმოწერა ჩავიბარე ხელმოწერა მიღების თარიღი საბრძოლო მასალის დასახელება საბრძოლო მასალის რაოდენობა ჩამბარებლის ხელმოწერა მიმღების ხელმოწერა შენიშვნა 1 ფორმა №3 საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უ წ ყ ი ს ი „--------“ „--------------------------------“ 201 წ. რიგითი ნომერი გაცემის თარიღი ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) გაცემული საბრძოლო მასალის დასახელება რაოდენობა ხელმოწერა მიღებაზე ფაქტობრივად გახარჯული ჩაბარება გაუხარჯავი გამტყუნებული სულ არ ჩაბარებულა ხელმოწერა მიღებაზე ------------------------------------------------------------------------------------------------------- (შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა) ფორმა №4 იარაღის შემცვლელი ბარათი № ––––––––––––––––––– გაიცა ––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––– (თანამდებობა, სახელი, –––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––– გვარი) მასზედ, რომ მისგან მიღებულია შესანახად: ––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (იარაღის დასახელება, სერია, ნომერი და დამზადების წელი) ვაზნები ––––––––––––– ც. მჭიდები –––––––––––––– ც. თანამშრომლის პირადი ხელმოწერა ––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––– სააგენტოს შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირი:      –––––––––––––––––––– ​                                                                   ​(ხელმოწერა) –––––– ––––––––––––––––––20 წ. ​                                                                                               (რიცხვი,                              თვე,                              წელი) ბ.ა. ფორმა №5 ვიზულური დათვალიერების ა ქ ტ ი „იარაღის და საბრძოლო მასალის დათვალიერების შესახებ“ „------“ „-------------------“ 201 წ. ----------------------------------------------------------------------------------------------------- (ორგანოს დასახელება, თანამდებობა, სახელი, გვარი) ------------------------------------------------------------------------------------------------------ შევადგინე აღნიშნული აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------ -------------------------------------------------------------------------------------------------------- (იარაღის, საბრძოლო მასალის დასახელება, სერია (არსებობის შემთხვევაში), ნომერი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------- რომელიც მიმაგრებულია -------------------------------------------------------------------------- (თანამშრომლის სახელი, გვარი) ----------------------------------------------------------------------------------- იარაღის მდგომარეობა ---------------------------------------------------------------------- რაზეც ------------------------------ (თვალსაჩინო დეფექტები ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (განმარტება) ჩემ მიერ ------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------- აქტი შევადგინე: --------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- ერთად. ხელმოწერები:                                                          –––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––– ფორმა №6 საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო „შემოსავალი, გასავალი და სააღრიცხვო დოკუმენტების სარეგისტრაციო“ ჟურნალი დაიწყო „–––“ –––––––––––– 201 წ. დამთავრდა „ ––––“ –––––––––– 201 წ. დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი ჩანაწერების თარიღი დოკუმენტის დასახელება, მისი № ფურცლების რაოდენობა ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე ხელმოწერა დოკუმენტის ჩაბარებაზე დოკუმენტის შენახვის ადგილი 1 2 3 4 5 6 7