„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 22 მარტი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110523005, 23/05/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 და მე -3 მუხლ ები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

  „მუხლი 2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციები

  ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების მიმართულების განსაზღვრა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შემუშავება; საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება; მუნიციპალური ქონების ფორმირება და მართვა; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმარება და შესაბამისად ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; ასევე, ტერიტორიული დაგეგმებისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვებისა და მშენებლობადამთავრებული სამშენებლო ობიექტების ვარგისად აღიარებისათვის სათანადო დოკუმენტების მომზადება, სამშენებლო-სამონტაჟო, არქიტექტურულ და სამ ს ახურის უფლებამოსილებათა სფეროში შემავალ სხვა საქმიანობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ზედამხედველობის გაწევის უზრუნველყოფა; უფლებამოსილებათა ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირებ ა; თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწისა და ბუნებრივი რესურსების მართვა; მიწათსარგებლობის დაგეგმვა. გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამების განთავსების რეგულირების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება.“

 მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისგან. სამსახურში შეიძლება შეიქმნას განყოფილება/განყოფილებები შესაბამისი სფეროების მიხედვით.

 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

  3. სამსახურის უფროსი:

 ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

 ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურში მომუშავე მოხელეებს შორის;

 გ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში;

 დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

 ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

 ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

 ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

 თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

 4 . სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

  2. დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  დ. თოფურია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.03.2012.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.03.2012. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016088.
რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №14, 22.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016088 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1620985/