„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016087
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2012 წლის 22 მარტი

ქ. აბაშა

 „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ, 22/02/2012 სარეგ. კოდი 010260020.35.110.016082 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა ) დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო

1. ტერიტორიული ორგანო არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო.

2. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება; განახორციელოს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებანი.

3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.

4. ტერიტორიული ორგანო არ არის იურიდიული პირი.

ბ ) დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებულის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ- ერთი საჯარო მოსამსახურე გამგებლის დავალებით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია