საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2012
ძალის დაკარგვა 17.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-46
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,264 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2012 მიღება
17.06.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.apple-converted-space {mso-style-name:apple-converted-space; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 52.05pt 42.55pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2- 46 2012 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ . გოროზია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. დეპარტამენტი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ბ) ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა; გ) ექსპორტ-იმპორტის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება; დ) საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგებიდან საწარმოების გამოვლენა და ასეთ საწარმოებში უცხოელი ინვესტორების მოზიდვისა და ერთობლივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;  მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე; გ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების შესრულებას და ანაწილებს ამ დავალებებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; დ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას; ვ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს და ზედამხედველობს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ზ) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; კ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებებს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას; გ) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში; ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ვ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.  6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 7. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას; ე) პასუხისმგებელია სამმართველოში მომზადებულ მასალაზე და უკეთებს ვიზირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას; ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ; ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 8. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ექსპორტ-იმპორტის სამმართველო; ბ) საინვესტიციო სამმართველო.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციები 1. ექსპორტ-იმპორტის სამმართველო ს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საექსპორტო ბაზრების შესახებ მიმოხილვების მომზადება; ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება; გ) აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის, საექსპორტო პოტენციალის, იმპორტის ჩანაცვლების, მოხმარების, სარელიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; დ) სხვადასხვა ქვეყნებთან არსებულ სავაჭრო რეჟიმების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ე) საერთაშორისო მარკეტინგული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ვ) ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება; ზ) სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება; თ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გადატანა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში; ი) საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის სტიმულირება; კ) საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის პოტენციური საექსპორტო ბაზრების მოძიება და ამ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობა; ლ) საქართველოში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია და პრომო მასალების შემუშავება; მ) შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ნ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საინვესტიციო სამმართველო ს კომპეტენციას განეკუთვნება: ა)  საქართველოს აგროსექტორის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და საინვესტიცო შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა; ბ)  საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული პირისთვის; გ) ინვესტორისთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) საინვეტიციო კვლევების ჩატარება და საინვესტიციო პორტფელების მომზადება პროდუქტებისა და რეგიონების მიხედვით; ე) სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირების უზრუნველყოფა; ვ) უცხოელ ინვესტორთა და ადგილობრივ მწარმოებელთა შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ზ) პოტენციურ ინვესტორთა მხარდაჭერა ინვესტიციის განხორციელების ყველა ეტაპზე უფლება-მოსილების ფარგლებში; თ) დარგში ინვესტორების მოძიება და კომუნიკაცია; ი) საინვესტიციო წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება; კ) სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის მომზადება; ლ) ბიზნეს-ფორუმებსა და საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება პოტენციური ინვესტორების მოზიდვისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით; მ) ადგილობრივ საწარმოებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და შესაძლო პარტნიორებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა; ნ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამის რეაგირება; ო) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.