⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.06.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2012
ძალის დაკარგვა 17.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-49
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,098 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2012 მიღება
17.06.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2- 49 2012 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61 -ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2–88 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ . გოროზია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2.  დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა წინამდებარე დებულებით. 3.  დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები 1.  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების კოორდინაცია; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადების, მოლაპარაკებათა გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის და სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; დ) სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ე) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება; ვ) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისათვის, მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება და ადგილობრივი მეწარმეებისათვის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაში ხელშეწყობა; ზ) საერთაშორისო  ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება; თ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან, სოფლის მეურნეობის სფეროში, ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა; გ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება; დ) აგროსამრეწველო სექტორში, სახელმწიფოებს შორის, სამთავრობოთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს და მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაცია და სხვა მასალები; ბ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით; გ) განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; დ) დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. 2.  დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3.  დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; ე)  ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებას; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში. 5. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 6. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებსა და კორესპონდენციას; გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე; დ) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებებს; ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და უფროსის მოადგილის წინაშე და ასრულებს მის დავალებებსა და მითითებებს.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველო; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციები 1. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სოფლის მეურნეობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ბ) ევროკავშირთან, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობის კოორდინაცია; გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის, სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისო შეთანხმებების მომზადებისას, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და, აღნიშნულ შეთანხმებათა საფუძველზე, შექმნილი სამთავრობო კომისიების მუშაობაში სამინისტროს მონაწილეობის კოორდინაცია; დ) საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის წარდგენის ხელშეწყობა; ე) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტების, სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმების, კონფერენციების პროგრამების შედგენა, მათთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია; ვ) აგროსამრეწველო სექტორში, სახელმწიფოებს შორის სამთავრობოთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; 2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობათა კოორდინაცია; ბ) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წინაშე, აგრარულ სექტორში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტების/პროგრამების საერთო კოორდინაცია და მათ შესახებ ანალიტიკური მასალების სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნა და მის რეგულარული განახლება.