„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ორგანული კანონი (1)
- ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ 16.12.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობისა და კანალიზაციის მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;“.
მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით შესაბამისი პროფილის კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება და მისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 16 მარტი.
№5857 –Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5857-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.04.001.016034.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5857-Iს, 16.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1621812/