„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5858-Iს
სარეგისტრაციო კოდი
470070000.05.001.016637
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანი ს თაობაზე

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 23.12.2002, მუხ. 162) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემა ტ ოს შემდეგი შინაარსის„ყ1 “ქვეპუნქტი:

„ყ1 ) ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტი ან ექსპორტი −საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული იმპორტი ან ექსპორტი;“.

2. 26-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე ( გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31 . ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების:

ა) შემოტანა ან გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით;

ბ) გატანა მიწერითი საწყობის/ტერმინალის მისამართით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარ ნებართვაში მითითებულია მიწერითი საწყობი/ტერმინალი;

გ) ტრანზიტი;

დ) რეექსპორტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცი ა ახორციელებ ს პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას.“;

დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  პუნქტი:

„81 . აკრძალულია ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანა ან გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით.“;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ნარკოტიკული საშუალების წინასწარი ნებართვის გარეშე შემოტანის ან ფსიქოტროპული ნივთიერების წინასწარი ნებართვის გარეშე იმპორტის მცდელობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს ტვირთის უკან დაბრუნებას მომწოდებლის ხარჯით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი     მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 16 მარტი.

№5858 − I