მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ბიოქიმფარმის” მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

      საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ” „სააქციო საზოგადოება” _ შესაბამისად სს „ბიოქიმფარმის” სამეთვალყურე საბჭო იწვევს სს-ის აქციონერების მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 18 აპრილს, დღის 12 საათზე. მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას ქ. 3. კენჭისყრის ფორმა: დამსწრე აქციონერების კენჭისყრის ღია ფორმით – ხელის აწევით. სამეთვალყურეო საბჭომ სააღრიცხვო თარიღად დაადგინა 2012 წლის 21 მარტი.

 

კრების დღის წესრიგი:

1. წლიური ანგარიში.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.

3. სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიში.

4. წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებები.

5. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.

6. ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში.

 აქციონერს, 2012 წლის 8 აპრილის 10-სთ–დან 17 სთ-მდე შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება. აქციონერმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. მისამართი: სს „ბიოქიმფარმის” ოფისი, ლ. გოთუას ქ. №3, ქ. თბილისი.

საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლება აქციონერმა უნდა დაამტკიცოს კრებაზე თავისი აქციის წარდგენით, ან თუ აქცია არაა გაცემული, კანონით დაშვებული სხვა მოწმობის საფუძველზე. წარმომადგენლობა დასაშვებია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

 

სს „ბიოქიმფარმის” დირექტორი  დ. სარალიძე