საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №245
სარეგისტრაციო კოდი 120060000.22.026.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2012
matsne.gov.ge 680 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 42.5pt 4.5pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №245 2012 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის № 119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დებულება”. მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბ . ახალაია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე. საბჭო უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს.     მუხლი 2🔗 საბჭოს დანიშნულებაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის მხარდასაჭერად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ანალიზი, საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის სამხედრო საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და წარდგენა.     მუხლი 3🔗 საბჭოს საქმიანობა მიმართულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესის ხელშეწყობასა და ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერაზე. აღნიშნული პროცესების უზრუნველყოფის მიზნით, საბჭო უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან. თავი II. საბჭოს შემადგენლობა     მუხლი 4🔗 საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი და გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეები (უფროს ოფიცერთა კატეგორია); ბ) საქართველოდან და პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული სამხედრო და სამოქალაქო ექსპერტები. თავი III. საბჭოს ფუნქციები     მუხლი 5🔗 საბჭოს ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა; ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული შესაძლებლობების ანალიზი, ნაკლოვანებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;  გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) ეროვნული სამხედრო-სამეცნიერო შესაძლებლობების განვითარებისათვის ადგილობრივი სამრეწველო, ტექნოლოგიური და კვლევითი პოტენციალის ხელშეწყობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება; ზ) სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება; თ) დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოპულარიზაციის ხელშეწყობა; კ) ნატოს-თან თანამშრომლობის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. თავი IV. საბჭოს საქმიანობის წესი     მუხლი 6🔗 საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ.     მუხლი 7🔗 საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 8🔗 საბჭოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 9🔗 სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად.     მუხლი 10🔗 სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს.