ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.03.2012
ძალაში შესვლა 05.04.2012
ძალის დაკარგვა 17.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.11.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 1.0in 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქალაქ თბილისის მერის
ბრძანება №
2
2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
1. „
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“
საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ო
3
” ქვეპუნქტისა და 261 მუხლის, „
ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „
ნ“
ქვეპუნქტებ
ის შესაბამისად, ვბრძანებ:
ა) დამტკიცდეს „
ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის
დებულება“ დანართის შესაბამისად;
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერის 2008
წლის 19
დეკემბრის №58
ბრძანება „
ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის – კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანება ძალაშია 2012 წლის
5 აპრილიდან.
ქ.თბილისის მერი
გ. უგულავა
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის
(შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და
ანგარიშვალდებულებას, ასევე
აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. სამსახური არის ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს
ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების (შემდგომში – შიდა აუდიტის ობიექტები) საქმიანობის შიდა კოტროლის, კანონიერებისა და ეფექტურობის მონიტორინგის განხორციელებას.
2. სამსახური
შექმნილია „
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“
საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „
ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის
№1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „
ქალაქ თბილისის მერიის დებულების“
საფუძველზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით,
„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4
. სამსახური
უშუალოდ ექვემდებარება ქ. თბილისის მერს (შემდგომში – მერი)
და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
თავი II
სამსახურის
ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 3🔗
მერიის სისტემის მიმართ სამსახურის
ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) არსებული რისკების დადგენა, გამოვლენა
, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკ
ვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;
ბ)
საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობა,
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკ
ვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით მერის ან/და შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების წარდგენა, შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისათვის წარდგენა;
დ) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) არქივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ)
სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
თ
) რესურსების გამოყენების შეფასება, ეკონომიურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის კუთხით და რეკომენდაციების შემუშავება, ხარჯთ-ეფექტურობის გასაუმჯობესებლად;
ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, შიდა კონტროლის,
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
განხორციელება;
კ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ლ) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების
შემუშავება;
მ) შიდა აუდიტის ობიექტის კონტრაქტორების, დაფინანსებაზე მყოფი სხვა პირების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების ან/და შიდა აუდიტის ობიექტისაგან მიღებული სახსრების კანონიერად ხარჯვის მონიტორინგის/აუდიტის განხორციელება;
ნ
) საქმიანობის
მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია,
მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ო
) თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამოკვლევა,
ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისთვის წარდგენა
;
პ
) საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
ჟ) ქ. თბილისის მერიის საფინანსო სისტემის ავტომატიზებული მართვის სისტემის შემუშავება და ადმინისტრირება;
რ) კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების შედეგების გათვალისწინებით შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ს) მერის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 4🔗
1. დაკისრებულ ფუნქციებს სამსახური
ახორციელებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების
მეშვეობით.
2. რისკების შეფასების საფუძველზე სამსახური
ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს მერთან
შეთანხმებით:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას ღებულობს სამსახურის უფროსი მერთან შეთანხმებით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამსახურის
გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
შიდა აუდიტის წლიურ გეგმას ადგენს სამსახურის
უფროსი მერთან შეთანხმებით ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მერთან შეთანხმებით, გამოსცეს ბრძანება არაგეგმური შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ.
4. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საფუძველზეც ტარდება თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება.
5.
შიდა აუდიტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული
რეკომენდაციებისა და დამტკიცებული ინსტრუქციების შემდგომი
შესრულების მონიტორინგი.
6.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს სამსახურის
სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, მერის დავალება
ან/და სამსახურის
უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შიდა აუდიტორული დავალებები ან მითითებები.
7
. სამსახურის
უფროსის მიერ შემუშავებული აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა, რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, ფარგლები აუდიტის სახე, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, შიდა აუდიტის ობიექტის სახელწოდება და სხვა.
8
. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:
ა) სისტემური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი.
9
. შიდა
აუდიტორული შემოწმების შემდეგ სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
10. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის შესახებ საკუთარ აზრს გაცნობიდან არა უმეტეს 5 დღისა წარმოადგენს შიდა აუდიტის ობიექტი, რის შემდეგაც სამსახურის უფროსი აყალიბებს საბოლოო სახით შიდა აუდიტორულ ანგარიშს, ინსტრუქციების პროექტებს, მათი შესრულების სამოქმედო გეგმას, გასცემს რეკომენდაციებს და წარუდგენს მერს.
11. შიდა აუდიტის ობიექტის უფროსი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის შესაბამისად შემუშავებული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შესრულების შეესახებ ინფორმაცია.
12. სამსახურის უფროსი მერსა და უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს.
13. კანონიერების დაცვის მონიტორინგს სამსახური ახორციელებს ქ. თბილისის მერიის
სისტემის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების
, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალების
, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციების მოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის გზით.
14. შიდა აუდიტის ობიექტის
მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება
სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დგება
დასკვნა
და წარედგინება შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელსა და მერს.
15. მონიტორინგი ხორციელდება ასევე
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შიდა აუდიტის ობიექტის
მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ, შესაბამისი
ინფორმაციის მოპოვების მეშვეობით.
16
. სამსახური
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას წარუდგენს მერს შესაბამისი რეაგირების მიზნით.
17
. მონიტორინგისა
და შიდა
აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის
მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.
18. შიდა აუდიტის ობიექტი ვალდებულია შიდა აუდიტის ან/და მონიტორინგის განხორციელების პროცესში წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით სამსახურს წარუდგინოს ახსნა-განმარტება.
მუხლი 5🔗
სამსახური
უფლებამოსილია:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური,
ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება მერიის სისტემაში შემავალი ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებ
ისაგან, ასევე ქ. თბილისის მერიის იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ქ. თბილისის მერიის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები;
გ
) მონიტორინგისა და შიდა აუდიტის
შედეგებზე დაყრდნობით, უფლებამოსილ პირს მიმართოს წინადადებით გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
დ
) შიდა აუდიტის ობიექტების
ხელმძღვანელებს მიმართოს
მითითებით უკანონო ქმედებათა დროული
აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, სათანადო წესით დაუკვეთოს შესაბამის იურიდიულ პირებს ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება;
ვ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა ქმედებები.
თავი Ш
სამსახურის
მართვა
მუხლი 6🔗
1. სამსახურს
ხელმძღვანელობს სამსახურის
უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის
უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის
საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის
კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) მოქმედებს სამსახურის
სახელით და წარმოადგენს სამსახურს
სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას;
დ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირესა და მუშა ჯგუფის წევრების რაოდენობას;
ე) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მერს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ვ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;
ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
თ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე ქ. თბილისის მერიის სისტემის სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ი) მონიტორინგს უწევს შიდა აუდიტის ობიექტისათვის გაცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემდგომ შესრულებას;
კ
) პასუხს აგებს სამსახურის
ქონების დაცვასა და ჯეროვნად გამოყენებაზე;
ლ
) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის
თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
მ
) განსაზღვრავს სამსახურის
უფროსის მოადგილეებ
ის უფლებამოსილების ფარგლებს, აძლევს მათ
შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;
ნ
) დადგენილი წესით მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის
მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო
) კომპეტენციის ფარგლებში გასცემს დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს, სავალდებულო მითითებებს;
პ
) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ჟ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი;
რ
) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის
ამოცანების შესასრულებლად;
ს
) შუამდგომლობს სამსახურის
საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ტ
) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗
1. სამსახურის
უფროსს ჰყავს ორი
მოადგილე,
რომლებ
საც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების
საქმიანობას, აკონტროლებს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას და ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
3. სამსახურის
უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს მისი
არყოფნის პერიოდში
.
თავი IV
სამსახურის
სტრუქტურული ქვედანაყოფები
მუხლი 8🔗
1. სამსახური შედგება სამი განყოფილებისაგან:
ა) შიდა აუდიტის
განყოფილება;
ბ) ანალიტიკური
განყოფილება;
გ) მონიტორინგის
განყოფილება.
2.
ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, შიდა აუდიტის
განყოფილების ფუნქციებია:
ა) შიდა აუდიტის ობიექტების ფუნქციონირებაში
მოსალოდნელი დარღვევების პრევენციის ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ
) შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობაში
არსებული რისკების დადგენა და შეფასება, მათი
ფუნქციონირებისა და მათ
საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავება და განხილვა;
გ
) ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და
მარეგულირებელ წესებთან;
დ
) საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლი;
ე
) პრევენციული ან/და შემდგომი კონტროლის მეშვეობით აქტივებისა და სხვა რესურსების დაცვა ზიანისაგან, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს არასწორი მართვით, დაუსაბუთებელი ხარჯვითა და არაეფექტური, არაეკონომიური გამოყენებით, ასევე არამართლზომიერი და არამიზნობრივი ხარჯვით;
ვ
) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა
აუდიტორული ანგარიშის პროექტის
მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის
უფროსს;
ზ) რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება ანალიტიკურ განყოფილებასთან ერთად;
თ
) სხვა საქმიანობის განხორციელება,
რომე
ლიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის
საქმიანობის სპეციფიკიდან.
3. მონიტორინგის
განყოფილების ფუნქციებია:
ა) შიდა აუდიტის ობიექტებში
კანონიერების დაცვის სამსახურებრივი
კონტროლი
, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) შიდა აუდიტის ობიექტის
საქმიანობაში სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
გ) შიდა აუდიტის ობიექტში
დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი;
დ) შიდა აუდიტის ობიექტის
მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
ე) შიდა აუდიტის ობიექტის
მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, შიდა აუდიტის ობიექტის
საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ანალიტიკურ განყოფილებასთან ერთად
შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება
;
ვ) სამსახურის
ცხელი ხაზის მომსახურება, ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების
შედეგად დასკვნის მომზადება, რომელიც წარედგინება სამსახურის
უფროსს;
თ
) სამსახურის
მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მერიის
შესაბამისი ერთეულების
მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
ი
) სხვა საქმიანობის განხორციელება,
რომე
ლიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის
საქმიანობის სპეციფიკიდან.
4. ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) შიდა აუდიტის განყოფილების ფუნციების განხორციელებისას გამოვლენილ შედეგებზე რეაგირების მიზნით შესაბამის განყოფილებასთან ერთად რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;
ბ) მონიტორინგის განყოფილების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების საფუძველზე შესაბამის განყოფილებასთან ერთად რეაგირების მიზნით რეკომენდაციების და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;
გ) ქ. თბილისის მერიის საფინანსო სისტემის ავტომატიზებული მართვის სისტემის დანერგვა და მართვა;
დ) სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება;
ე) სამსახურის საქმიანობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
ვ)
სხვა საქმიანობის განხორციელება,
რომე
ლიც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სამსახურის
საქმიანობის სპეციფიკიდან.
თავი V
სამსახურის
ქონება
მუხლი 9🔗
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული
ქონება წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის
საკუთრებას.
მუხლი 10🔗
1. სამსახური საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობისათვის ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარუდგენს:
ა) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დასაბუთებულ გაანგარიშებებს და ინფორმაციას;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართვას
დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ქ. თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებისათვის სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესაბამის ინფორმაციებს (განმარტებით ბარათს);
დ) ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების – პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის საბიუჯეტო ვალდებულებების და დამოწმების დოკუმენტის მოსამზადებლად შესაბამის დოკუმენტს (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ-
ფაქტურა და სხვა) წერილობით;
ე) მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემ თანახებზე სათანადო დოკუმენტებს (უწყისები);
ვ) სამსახურში განსაზღვრულ ვადაში ჩატარებული სასაქონლო-
მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ მონაცემებს საქალაქო სამსახურების ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.
2. ქ. თბილისის
საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახური ამზადებს ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი მიზნობრივი პროგრამების პროექტებს.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11🔗
1.
სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
2. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა № 29.
მუხლი 12🔗
1. სამსახურის დებულებას სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს მერი.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗
ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.