ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების შესახებ

მიღების თარიღი 22.06.1999
ძალის დაკარგვა 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2123
სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.05.001.000.598
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25(32), 02/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,171 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.1999 მიღება
22.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPChveulebrivi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.45pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"SPChveulebrivi","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 45.1pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებას ახორციელებენ ურბანული განვითარების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მოწესრიგებისათვის, ამ კანონის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლები 1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. 2. ამ კანონით დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობა ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების საკითხებში არ შეიძლება შეიზღუდოს სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების საფუძველი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების საფუძველია: ა) მათ საკუთრებაში არსებული ქონება; ბ) შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერტი, სესხი და სხვა სახსრები; დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მათ სამართავად გადაეცათ კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და   მმართველობის ორგანოების საკუთრება 1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკუთრება იქმნება: ა) მათივე ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემით; გ) ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახსრებით. 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების, მათ შორის, პრივატიზების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.     მუხლი 5🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკუთრების შექმნის მიზნობრიობა 1. ადგილობრივი თითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკუთრება იქმნება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მათ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად; ბ) განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოსახლეობისათვის კომუნალური, საყოფაცხოვრებო და სოციალური მომსახურების ორგანიზებისათვის. 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკუთრებაში სახელმწიფო ქონების გადაცემა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების საკითხებში 1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ ფლობდნენ, სარგებლობდნენ და განკარგავდნენ ქონებას, რომელიც ემსახურება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ და უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან: ა) განკარგონ და მართონ მათ საკუთრებაში არსებული ქონება; ბ) მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ქონების მართვაში; გ) კანონით დადგენილი წესით, შეიმუშაონ და განახორციელონ შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამები. 3. კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზება განახორციელონ შემდეგი მიზნით: ა) ცენტრალური წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნისა და მართვისათვის; ბ) სამელიორაციო სისტემების შექმნისა და მართვისათვის; გ) მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის; დ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზებისა და მართვისათვის; ე) საქალაქო ელექტროტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით მგზავრობის ორგანიზებისა და მართვისათვის; ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის რკინიგზის სადგურებისა და ავტოსადგურების მართვისათვის; ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ხიდების ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის; თ) ადგილობრივი მნიშვნელობის კავშირგაბმულობის ობიექტების შექმნისა და მართვისათვის; ი) ურბანიზაციისა და მშენებლობის ორგანიზებისა და მართვისათვის; კ) ადგილობრივი მრეწველობის ორგანიზებისა და მართვისათვის; ლ) მარკეტინგისა და ვაჭრობის ორგანიზებისა და მართვისათვის; მ) ადგილობრივი მოსახლეობის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველსაყოფად ცალკეულ რეგიონებში აგროსამრეწველო კომპლექსების ორგანიზებისა და მართვისათვის. 3. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული ქონების მართვას ახორციელებენ უშუალოდ გამგეობები (მერიები). დაუშვებელია, ამ მიზნით შექმნილი ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენება. 4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ დადონ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებები საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. 5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში განისაზღვრება შესაბამისი კანონით. 6. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებით, გამგეობის (მერიის) წარდგინებით გადაწყვეტილებებს იღებს შესაბამისი საკრებულო. 7. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების მართვაში განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. თავი II. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზება     მუხლი 7🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების ფორმები 1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა საფუძველზე უფლება აქვთ შექმნან, ასევე მონაწილეობა მიიღონ ყველა სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის შექმნაში, რომელთა საქმიანობაც განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს სოციალური და ეკონომიკური დარგების მართვის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვთ შექმნან მათდამი ანგარიშვალდებული ადგილობრივი სამსახურები.     მუხლი 8🔗. ეკონომიკური საქმიანობის ერთობლივი ორგანიზება ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად: ა) ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ერთობლივად შექმნან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირები; ბ) სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ ერთობლივად შექმნან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირები შესაბამისი დარგის სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთან (სამინისტრო, დეპარტამენტი) შეთანხმებით და, ასევე, მისი უშუალო მონაწილეობით; გ) ქ.თბილისის და იმ ქალაქების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, უფლება აქვთ ერთობლივად შექმნან ადგილობრივი სამსახურები და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირები.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ნებისმიერი სახის საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვას, რომელთა დაფინანსება ხდება მათი ბიუჯეტებიდან, ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. ქონების აღწერა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით, პერიოდულად, წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც, ახორციელებენ მათ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერას. აღწერის შედეგებს განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო. თავი III. გარდამავალი დებულებანი     მუხლი 11🔗. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები 1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის წესის დამტკიცება. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს კანონების მიღება, რომლებიც მოაწესრიგებენ: ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მონაწილეობას საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. თავი IV. დასკვნითი დებულება     მუხლი 12🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 22 ივნისი. №2123–IIს     შეტანილი ცვლილებები: 1.    ძალადაკარგულია - საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3840 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.318