⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.12.2007)
გაუქმებულია:

ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ

მიღების თარიღი 22.06.1999
ძალის დაკარგვა 27.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2126
სარეგისტრაციო კოდი 040.200.140.05.001.000.600
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25(32), 02/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,724 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.1999 მიღება
27.12.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Dumbadze TD";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze TD","serif"; text-transform:uppercase;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze TD","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {mso-style-link:"Body Text Indent 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 3";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე, აღიარებს ბავშვის ერთ-ერთ უმთავრეს უფლებას – მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის იცხოვროს და აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, აღნიშნავს სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა აღნიშნული უფლებების განხორციელება მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით და გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“ და „ბავშვის გადარჩენის, დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფის საყოველთაო დეკლარაციაზე“ დაყრდნობით იღებს ამ კანონს. თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შვილობილად აყვანა – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლისა და აღზრდის მიზნით სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის განხორციელებით სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას დაიცვას და უზრუნველყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის კანონიერი უფლება; ბ) მიმღები ოჯახი – ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსავლელად და აღსაზრდელად გადაეცემა ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი; გ) შვილობილი – ხელშეკრულების საფუძველზე მიმღებ ოჯახში გადაცემული ბავშვი; დ) შვილობილის მოვლა და აღზრდა – შრომითი საქმიანობა, რომელიც განსხვავდება ბავშვთა მოვლისა და აღზრდის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან (შვილად აყვანა, მეურვეობა, მზრუნველობა) შემდეგი დამახასიათებელი ნიშნებით: დროებითი სახელშეკრულებო ხასიათი, მიმღები ოჯახის სათანადო მომზადება, მის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება და აღნიშნული საქმიანობის საერთო შრომით სტაჟში ჩათვლა; ე) დედობილ-მამობილი – ფიზიკური პირები, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მეუღლე, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება და რომლებსაც სახელმწიფოს სახელით, ხელშეკრულების საფუძველზე, აღსაზრდელად და მოსავლელად გადაეცათ ბავშვი; ვ) ობოლი ბავშვი – 18 წლის ასაკამდე პირი, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს ორივე ან ერთადერთი მშობელი და რომელზედაც მისი გამოვლენის მომენტიდან სახელმწიფომ იკისრა ძირითადი მზრუნველის როლი; ზ) მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი – 18 წლის ასაკამდე პირი, რომელიც დარჩა მშობლების მზრუნველობის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც: ზ.ა) მშობლებს ჩამოერთვათ ან შეეზღუდათ მშობლის უფლებები; ზ.ბ) მშობლები აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; ზ.გ) უცნობია მშობელთა ვინაობა (მიგდებული ბავშვი); ზ.დ) მშობლები ხანგრძლივად ავადმყოფობენ; ზ.ე) მშობლები, რომლებიც სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ზ.ვ) მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ზ.ზ) არის ობოლი, ან გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი; ზ.თ) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, როდესაც იგი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ ან სოციალური დაცვის დაწესებულებებში; ზ.ი) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას ან არა აქვთ ურთიერთობა საკუთარ ბავშვთან; ზ.კ) მშობლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობას, როდესაც ბავშვი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სოციალური დაცვის დაწესებულებებში (თავშესაფარი, პანსიონატი და სხვა), მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ან უარს აცხადებენ აღნიშნული დაწებულებებიდან ბავშვის გამოყვანაზე; თ) სოციალური ობლები – სოციალურ-დემოგრაფიული პირობების გამო მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა განსაკუთრებული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფი 18 წლის ასაკამდე, ე.ი. ობლები, რომლებსაც სინამდვილეში ჰყავთ მშობლები; ი) სოციალური ობლობა – მშობლების მიერ საკუთარი ბავშვების მიმართ მშობელთა მოვალეობებისათვის თავის არიდების ან ამ მოვალეობების შეუსრულებლობის შედეგი; კ) სოციალიზაცია – ბავშვის პიროვნების სოციალურ-კულტურული ჩამოყალიბების, მის მიერ საზოგადოებრივი ქცევის ნორმების ფსიქოლოგიური მექანიზმებისა და სოციალურ ღირებულებათა ათვისების პროცესი; ლ) სოციალური მუშაკი - უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება, რომლის გამოცდილება შეესაბამება სათანადო საქმიანობას და რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შეყვანილია სოციალურ მუშაკთა ერთიან რეესტრში. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 2🔗. კანონის მიზანი და ამოცანები 1. ამ კანონის მიზანია შვილობილად აყვანის სისტემის ამოქმედებით უზრუნველყოს ბავშვების (შემდგომში – ბავშვი) ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლება და უზედამხედველობის პროფილაქტიკა, შეამციროს სოციალური ობლობის მასშტაბები, ხელი შეუწყოს ბავშვის პიროვნების ფორმირებას, სოციალიზაციას და ადაპტაციას საზოგადოებაში. 2. ეს კანონი განსაზღვრავს შვილობილად აყვანის სამართლებრივ პრინციპებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის, ადგენს შვილობილად აყვანის წესს, პროცედურას და ამ პროცესის განხორციელების გარანტიებს.     მუხლი 3🔗. კანონმდებლობა შვილობილად აყვანის შესახებ კანონმდებლობა შვილობილად აყვანის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.     მუხლი 4🔗. კანონის მოქმედების სფერო ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 5🔗. შვილობილად აყვანის საკითხებზე უფლებამოსილი დაწესებულებები 1. საქართველოს განათლების სამინისტრო თავისი ტერიტორიული ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების და მათი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით ახორციელებს შვილობილად აყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობას. 2. ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, შვილობილად აყვანის, ისევე როგორც შვილად აყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს, აწესრიგებს საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახური. 3. შვილობილად აყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობას შეიძლება ეწეოდნენ მხოლოდ ის პროფესიონალი (სოციალური) მუშაკები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება და რომელთა ზნეობრივი თვისებები და გამოცდილება ამ საქმიანობას შეესაბამება. ასეთი პროფესიონალი (სოციალური) მუშაკების სპეციალური მომზადების საკითხებს თავისი დებულებით აწესრიგებს საქართველოს განათლების სამინისტრო. 4. შვილობილად აყვანასთან დაკავშირებული საკითხების მოსამზადებლად და გადასაწყვეტად აუცილებელი დოკუმენტაციისა და ამ პროცესში სათანადო სპეციალისტების მონაწილეობის ხარჯებს უზრუნველყოფს სახელმწიფო.     მუხლი 6🔗. შვილობილად აყვანასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვა 1. აკრძალულია შვილობილად აყვანის მიზნით, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოების გარდა, წინასწარი საქმიანობა (გარიგება) კონკრეტული ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის, ან ასეთი საქმიანობისათვის ხელის შეწყობა. 2. პასუხისმგებლობა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34 თავი II. შვილობილი, შვილობილის აღმზრდელები და მათი აღრიცხვის წესი     მუხლი 7🔗. შვილობილის აღმზრდელები (დედობილ-მამობილი) 1. შვილობილის აღმზრდელები შეიძლება იყვნენ ორივე სქესის სრულწლოვანი პირები  გარდა იმ პირებისა: ა) რომლებიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; ბ) რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მეურვის უფლება კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო; გ) რომლებიც იყვნენ მშვილებლები, მაგრამ სასამართლომ ჩამოართვა ეს უფლება; დ) რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ ბავშვის აღზრდა; ე) რომლებსაც სასამართლომ ჩამოართვა ან შეუზღუდა მშობლის უფლება; ვ) (ამოღებულია); ზ) (ამოღებულია); თ) რომელთაც კანონი ავალდებულებს შვილობილად ასაყვან ბავშვზე ზრუნვას. 2. მიმღები ოჯახის შერჩევას აწარმოებენ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოები. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 8🔗. შვილობილად აყვანას დაქვემდებარებულ ბავშვთა კატეგორია 1. შვილობილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი: ა) რომელიც ობოლია; ბ) რომელიც ითვლება მშობელთა მზრუნველობამოკლებულად; გ) რომლის მშობლებიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; დ) რომლის მშობლებსაც შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება; ე) რომლის მშობლებიც სასამართლომ აღიარა უგზო-უკლოდ დაკარგულად; ვ) რომლის მშობლებსაც სასამართლომ დასდო მსჯავრი; ზ) რომლის მშობლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ პირადად აღზარდონ ბავშვი; თ) რომლებიც იმყოფებიან აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, ბავშვთა სოციალური დაცვის (პანსიონატი, თავშესაფარი და სხვა) დაწესებულებებში, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 2. შვილობილად აყვანას ექვემდებარება ყველა ბავშვი, რომელზედაც სახელმწიფომ იკისრა ძირითადი მზრუნველის როლი. 3. ბიოლოგიური მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ბავშვის აღმზრდელობით, სოციალური დაცვის და რეაბილიტაციის დაწესებულებაში ან ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა დაწესებულებაში ჩაბარების შესახებ, არის ამ ბავშვის შემდგომი განთავსების საკითხის მომზადების საფუძველი. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 9🔗. ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გამოვლენა და აღრიცხვა 1. ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გამოვლენა და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. (ამოღებულია). 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 5. საქართველოს განათლების სამინისტრო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრალურ აღრიცხვას და ამ მონაცემებს გადასცემს შესაბამის სამსახურს მონაცემთა საინფორმაციო ბანკში შესატანად, რომლის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებით. 6. (ამოღებულია). საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 10🔗. შვილობილის აღზრდის მსურველ პირთა აღრიცხვა 1. საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელთაც სურთ აღზარდონ შვილობილი, განცხადება შეაქვთ საქართველოს განათლების სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების მეურვეობის და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლებიც აღრიცხავენ ასეთ მოქალაქეებს და მონაცემებს გადასცემენ შესაბამის სამსახურს მონაცემთა საინფორმაციო ბანკში შესატანად. 2. შვილობილის აღზრდის მსურველ პირთა აღრიცხვაზე ასაყვანად საჭირო დოკუმენტების, ასევე დედობილ-მამობილისათვის გადასაცემი ბავშვის შესახებ არსებული დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 3. შვილობილის აღზრდის მსურველ პირებს უფლება აქვთ წინასწარ აირჩიონ ბავშვი (ასაკისა და სქესის მიხედვით) მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34 თავი III. ბავშვის შვილობილად აყვანის საკითხის მომზადება და გადაწყვეტა საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 11🔗. შვილობილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და დადგენილების გამოტანა 1. შვილობილის აღზრდის მსურველ პირთა განცხადების საფუძველზე სოციალური მუშაკი ამოწმებს ამ პირთა საყოფაცხოვრებო და სხვა პირობებს, ასწავლის მათ ბავშვის მოვლისა და აღზრდის სპეციფიკას, ადგენს ანგარიშს და განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ამზადებს დასკვნას ბავშვის შვილობილად აყვანის საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის თაობაზე. 2. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, დასკვნა შეიძლება ითვალისწინებდეს ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული გარემოს შესაბამისად აღზრდის შესაძლებლობას. 3. სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნა წარედგინება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელსაც დასკვნის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად გამოაქვს დადგენილება ბავშვის შვილობილად აყვანის თაობაზე. 4. საქართველოს განათლების სამინისტროს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის შვილობილად აყვანის საკითხზე. 5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლების სამინისტრო. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 12🔗. (ამოღებულია) საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34 თავი IV. მიმღები ოჯახი საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 13🔗. ხელშეკრულება ბავშვის მიმღებ ოჯახში გადაცემის შესახებ 1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე მიმღები ოჯახისთვის ბავშვის გადაცემა ფორმდება ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული ვადით, რის საფუძველზედაც ბავშვი, როგორც შვილობილად ასაყვანი, იხსნება აღრიცხვიდან. 2. ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის მოვლისა და აღზრდის პირობებს, დედობილ-მამობილის უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოების უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე ბავშვის შვილობილად აყვანის შესაძლებლობას (თუ იგი ექვემდებარება შვილობილად აყვანას) და ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნების შესაძლებლობას (თუ იმ ოჯახში შეიქმნა ბავშვის მოვლისა და აღზრდის სათანადო პირობები). ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, მხარეთა პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების ბავშვის ნებითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე შეწყვეტის საფუძვლებს. 3. 10 წლის ასაკს მიღწეული ბავშვი შეიძლება გადაეცეს მიმღებ ოჯახს მხოლოდ მისი თანხმობით. 4. შვილობილად აყვანის დროს დაუშვებელია და-ძმის დაშორება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს. 5. ასაკობრივი სხვაობა შვილობილს და დედობილ - მამობილს შორის უნდა იყოს არანაკლებ 15 წელი. 6. ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. 7. ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა დედობილ-მამობილს გადაეცემა ბავშვის შესახებ არსებული შემდეგი აუცილებელი დოკუმენტები: ა) დაბადების მოწმობა; ბ) ამონაწერი ბავშვის განვითარების ისტორიიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; გ) მონაცემები განათლების შესახებ (სასკოლო ასაკის ბავშვის); დ) ცნობები მისი ბიოლოგიური მშობლების, ძმების ან დების ადგილსამყოფლის შესახებ; ე) კუთვნილი ქონების აღწერის ცნობა და იმ პირთა მონაცემები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ ქონებაზე; ვ) სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ალიმენტის შესახებ, პენსიის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი და საპენსიო წიგნაკი, საბანკო დაწესებულებაში ბავშვის სახელზე გახსნილი პირადი ანგარიში, ასეთების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 14🔗. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ხელშეკრულების ვადის გასვლა 1. ხელშეკრულება ბავშვის მიმღებ ოჯახში გადაცემის შესახებ შეიძლება შეწყდეს: ა) მიმღები ოჯახის ინიციატივით საპატიო მიზეზების (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაცია) არსებობისას; ბ) მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოების ინიციატივით, თუ მიმღებ ოჯახში შექმნილია შვილობილის მოვლისა და აღზრდის არასასურველი პირობები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე; გ) ბავშვის ნამდვილ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში; დ) ბავშვის შვილად აყვანისას. 2. ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ორივე მხარეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას წარმოშობილი ყველა ფინანსური და ქონებრივი საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო დავის არსებობისას – სასამართლო წესით. 3. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას ბავშვის შემდგომი განთავსების საკითხს აგვარებს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო. 4. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში ბავშვის მომავალს წყვეტს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო (გამონაკლისს წარმოადგენს ბავშვის მეურვეობის ქვეშ გადაცემა ან შვილად აყვანა).     მუხლი 15🔗. (ამოღებულია) საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 16🔗. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების უფლება-მოვალეობანი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები: ა) ადგენენ თითოეული შვილობილის უფლებების დაცვის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მის მოვლას, აღზრდას, აგრეთვე სამართლებრივ, სამედიცინო, სოციალურ-ფსიქოლოგიურ დახმარებას და სხვა ღონისძიებებს; პროგრამა დგება მიმღები ოჯახის აზრის გათვალისწინებით; მისი კორექტირება შეიძლება ყოველ 6 თვეში ერხელ; ბ) აკონტროლებენ შვილობილის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების, სწავლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის პირობებს, მისი რჩენისათვის (მოვლისათვის) გადაცემული სახსრების ხარჯვას; გ) უწევენ მიმღებ ოჯახს ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ დახმარებას და სხვა სახის კონსულტაციებს; დ) ყოველთვიურად ანაზღაურებენ ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულ ხარჯებს; ე) იცავენ შვილობილის ქონებრივი და ფინანსური მემკვიდრეობის ინტერესებს კანონით დადგენილი წესით; ვ) საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გადასცემენ მონიტორინგის განხორციელების უფლებას კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 17🔗. მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა 1. მიმღებ ოჯახს შვილობილის მიმართ აკისრია შემდეგი უფლება-მოვალეობანი: ა) აღზარდოს შვილობილი, იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ფიზიკურ, ფსიქიკურ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილობილის აღზრდის მეთოდები მისი აზრისა და უფლებების დაცვის პროგრამის გათვალისწინებით; გ) აირჩიოს შვილობილისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და განათლების ფორმა მისი აზრის გათვალისწინებით, მისცეს შვილობილს საბაზო განათლება; დ) აღზარდოს ინვალიდი ბავშვი (იმათ გარდა, რომელთა მოვლა მხოლოდ საგანგებოდ მომზადებულ პერსონალს შეუძლია) და ხელი შეუწყოს მის სწავლებას ოჯახის პირობებში, შვილობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით; ე) დაიცვას შვილობილის უფლებები და კანონიერი ინტერესები, შეუქმნას ნორმალური ოჯახური ატმოსფერო; ვ) შვილობილის მოვლის არასასურველი პირობების შექმნის შემთხვევაში აცნობოს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს; ზ) ხელი შეუწყოს შვილობილის ურთიერთობას ბიოლოგიური მშობლებთან და სხვა ახლო ნათესავებთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება შვილობილის ინტერესებს; თ) იცხოვროს შვილობილთან ერთად. 2. მიმღებ ოჯახსა და შვილობილს შორის არ წარმოიშობა მემკვიდრეობითი და საალიმენტო უფლებები. 3. პასუხისმგებლობა დედობილ-მამობილის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 18🔗. შვილობილის უფლებები მიმღებ ოჯახში შვილობილს მიმღებ ოჯახში უნარჩუნდება უფლება კუთვნილ ალიმენტზე, პენსიაზე და სხვა სოციალურ კომპენსაციებზე, აგრეთვე საკუთრების უფლება კუთვნილ საცხოვრებელ ფართობზე და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.     მუხლი 19🔗. მეთვალყურეობა მიმღები ოჯახის საქმიანობაზე მიმღები ოჯახის საქმიანობაზე, დედობილ-მამობილის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე სისტემატურ მეთვალყურეობას ახორციელებენ სოციალური მუშაკები. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 20🔗. (ამოღებულია) საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 21🔗. მიმღები ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის წყარო და სოციალური გარანტიები 1. მიმღები ოჯახისათვის შვილობილის შესანახი და გაწეული შრომის ასანაზღაურებელი ხარჯები დადგენილი ნორმების მიხედვით გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. მიმღები ოჯახი (დედობილი ან მამობილი) იღებს შვილობილის შესანახ თანხას და ხელფასს, რომელიც განისაზღვრება შვილობილის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. 3. დედობილ-მამობილს შვილობილთან დაკავშირებული საქმიანობა ეთვლება საერთო შრომით სტაჟში.  საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34     მუხლი 22🔗. (ამოღებულია) საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34 თავი V. გარდამავალი დებულებანი     მუხლი 23🔗. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დაამტკიცოს იმ დაავადებათა სია, რომელთა არსებობისას აღმზრდელებს არა აქვთ მიმღები ოჯახის შექმნის უფლება. 2. საქართველოს განათლების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში მოამზადოს და ამ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონქვემდებარე აქტები ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ, კერძოდ, დებულება პროფესიონალი (სოციალური) მუშაკების და შვილობილად აყვანის მსურველების სპეციალური მომზადების საკითხების შესახებ და ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების ფორმები. 3. (ამოღებულია). 4. დაევალოს შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს სამი თვის ვადაში გამოსცენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიმღები ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფის წესის შესახებ. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ.,მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ.,მუხ.88 საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34 თავი VI. კანონის ამოქმედება     მუხლი 24🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 22 ივნისი. №2126–IIს შეტანილი ცვლილებები: 1.     საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ.,მუხ.239 2.     საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ.,მუხ.88 3.     საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1323 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ.,მუხ.34 4.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5623 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ.,მუხ.413