„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №08 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.131.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №15

2012წლის 23 მარტი

ქ. ქობულეთი

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №08 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1

 ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №08 დადგენილებაში (სსმ 06.02.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებასა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას სამოქმედო ტერიტორიაზე“;“

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის ,,ა დ გილო ბ რივი თვითმ მ ართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით,,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო ა ქტებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და წინამდებარე დებულებით.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „ბუნებრივი ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონ ებით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით;“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9

სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) ჩაქვის სახანძრო ნაწილის უფროსი;

გ) მთავარი სპეციალისტი;

დ) წამყვანი სპეციალისტი;

ე) ცვლის უფროსი;

ვ) მეხანძრე.“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით.“.

6. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12.

ცვლის უფროსი. მეხანძრე;

1. ცვლის უფროსი:

  ცვლის უფროსი არის ცვლის პირადი შ ე მადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და ემორჩილება სახანძრო დაცვის იმ დანაყოფის ხელმძღვანელებს, რომლის შტატში ის ირიცხება.

ა) ცვლის უფროსი ვალდებულია:

ა. ა) ორგანიზება გაუწიოს და აკონტროლოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

ა. ბ) უზრუნველყოს მორიგეობის პერიოდში მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მომზადების გეგმით გათვალისწინებული მეცადინეობების ჩატარება, პირადად ჩაატაროს მეცადინეობები და გააკ ო ნტროლოს ათეულების მეთაურების მიერ მეცადინეობების დროული ჩატარება და ხარისხი;

ა. გ) შეამოწმოს გათვლაში მყოფი სახანძრო და საავარიო – სამაშველო ტექნიკის სახანძრო ტექნიკური შეიარაღებისა და საავარიო- სამაშველო აღჭურვილობის, კავშირგაბმულობის, ცეცხლმაქრი, რადიაციური და ქიმიური დაცვის საშუალებების მზადყოფნა, აგრეთვე გააკონტროლოს გასვლის რაიონში სახანძრო ჰიდრანტების, წყალსატევების, მისასვლელების და მისადგომების მდგომარეობა. დარღვე ვე ბი ს ან გაუმართაობის შესახებ მოახსენოს სახანძრო დაცვის რაზმის უფროსს;

ა. დ) უზრუნველყოს ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტარ ი ულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ა. ე) იზრუნოს ცვლის პირადი შემადგენლობის დისციპლინის განმტკიცებაზე;

ა. ვ) განახორცილეოს კონტროლი მაიზოლირებელი აირწინაღების ტექნიკურ მომსახურებაზე, დოკუმენტების სწორ წარმოებაზე, აგრეთვე პირადი შემადგენლობის მიერ ყოველწლიური შემოწმების გავლაზე მათ მაიზოლირებელ აირწინაღებში სამუშაოს გასაშვებად;

ა. ზ) უზრუნველყოს დღის განაწესი თ გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება;

ა. თ) გააკონტროლოს მონაცემების შეგროვება საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებაში ღამის საათებში მყოფ ადამიანთა რაოდენობის შესახებ;

ა. ი) ცვლის პირადი შემადგენლობის რომელიმე წევრის უეცარი ავადმყოფობის შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო და მოახსენოს ამის შესახებ სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს და ოპერატიულ მორიგეს;

ა. კ) სპეციალიზაციების მიხედვით შეასრულოს სამუშაო სახანძრო დაცვის ოპერატიულ სამსახურებრივი მოღვაწეობის ერთ- ერთი მიმართულებით;

ა. ლ) არ დაუშვას სამსახურებრივი სათავსებში უცხო პირები;

ა.მ) უზრუნველყოს მორიგე ცვლაში ახლად მიღებული თანამშრომლების ინდივიდულაური სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათთან გეგმური სწავლებების პირადად ჩატარება, მეცადინეობის განრიგის შესაბამისად;

ა.ნ) შეისწავლოს პირადი შემადგენლობის მომზადების დონე და საქმიანი თვისებები, საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს სახანძრო დაცვის დანაყოფის ხელმძღვანელობას წინად ადე ბები მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის საშტატო განაწილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

ა.ო) გააკონტროლოს მძღოლების მიერ ცვლაში საწვავ - საპოხი მასალების ხარჯის აღრიცხვა;

ა.პ) იცოდეს გასვლის რაიონი, ხანძარსაშიში ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება და გასასვლელები. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სახანძრო საავარიო - სამაშველო ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები.

ბ) ცვლის უფროსს უფლება აქვს:

ბ. ა) და დ გენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

ბ. ბ) მოითხოვოს ცვლის პირადი შემადგენლობისაგან თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება;

ბ. გ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს განკარგულებები ცვლის პირად შემადგენლობას და მოითხოვოს მათი შესრულება;

ბ. დ) ჩამოაშოროს მორიგე სამსახურს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების, აგრეთვე დისციპილინის დამრღვევი პირები;

ბ. ე) დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდოს წინად ად ებები სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს ცვლის პირადი შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ბ. ვ) მოითხოვოს სახანძრო დაცვის დანაყოფის ხელმძღვანელების ა გან მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის სამსახურისთვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ. ზ) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ გაეცნოს სამსახურის ორგანიზების გან მ კარგულებელ და სხვა დოკუმენტაციას.

ბ. თ) ცვლის უფროსი შეიძლება შეცვალოს საშუალო უფროს მეთაურთა შემადგენლობის პირმა, რომელსაც გააჩნია სათანადო მომზადება. იმ თანამშრომელს, რომელსაც დაევალა ცვლის უფროსის შეცვლა უნდა გააჩნდეს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო- სამაშველო სამსახურის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება და მორიგე ცვლის უფროსის მოვალეობის დამოუკიდებლად შესრულების უფლება;

ბ. ი) ცვლის უფროსის უეცარი ავადმყოფ ობ ისას ( ან სხვა საჭირო შემთხვევაში) სახანძრო დაცვის დანაყოფი იღებს გადაწყვეტილებას მისი მოვალეობის შესრულება დაეკისროს დანაყოფის ერთ-ერთ თანამდებობის უფლებამოსილ პირს.

2. მეხანძრე

 მეხანძრე უშუალოდ ემორჩილება ცვლის უფროსს და იგი ვალდებულია:

ა) მორიგე ცვლების შეცვლისას მიიღოს მიმაგრებული სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება, საავარიო-სამაშველო ტექნიკური აღჭურვილობა;

ბ) დაიცვას შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და სანიტარ ი ულ-ჰიგიენური ნორმები;

გ) გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას, სუფთად და მუდმივ მზადყოფნაში იქონიოს სახანძრო-ტექნიკური ( საავარიო-სამაშველო) შეიარაღება მოწყობილობა ინდივიდუ ა ლური აღჭურვილობა;

დ) უზრუნველყოს სამსახურებრივი მოვალეობის პატიოსნად შესრულება;

ე) სრულყოს თავისი პროფესიული მომზადების დონე და შრომითი ჩვევები სახანძრო-ტექნიკურ, სა ა ვარიო-სამაშველო შეიარაღებასთან და აღჭურვილობასთან;

ვ) მას უფლება აქვს გაეცნოს გასვლის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას და შეიტანოს წინად ად ებები სამსახურის ხელმძღვანელობასთან სამსახურის გაუმჯობესების შესახებ.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე