„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.114.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №16

201 2 წლის28 მარტი

დ. ჩოხატაური

,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად , საკრებულო ადგენს:

 ,,ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №71 დადგენილებაში (სსმ,05.01.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახმარების მისაღებად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:“.

    მუხლი 2

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ,,წლის დასაწყისში“ შეიცვალოს სიტყვებით ,,წლის განმავლობაში“.

    მუხლი 3

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 16. 18-დან 60 წლამდე ასაკის შეჭირვებული პირების სამედიცინო სტაციონარული მომსახურებაზე და მედიკამენტების შესაძენად დახმარება, რომლებიც არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას.

1. 18-დან 60 წლამდე ასაკის იმ პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას, მაგრამ არ ექვემდებარება სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას და რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდეა, გაიცემა ერთჯერადი დახმარება.

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება:

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან;

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ.

3. დახმარება გაიცემა 40%-ის თანადაფინანსებით, მაგრამ არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში (სამედიცინო სტაციონარული მომსახურება 3 000 (სამი ათასი) ლარს ზევით, უბედური შემთხვევა, 60 წელს ზევით ასაკის პირები, არ აქვს სარეიტინგო ქულა ან აქვს 120000 ზევით) კი – არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე;

ა) მედიკამენტების შესაძენი თანხა ჩაერიცხება შესაბამის სააფთიაქო დაწესებულებას წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №100-ის საფუძველზე არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა.“

    მუხლი 4

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 17. 3-დან 18 წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვების სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით და სამედიცინო პოლისით

1. 3-დან 18 წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდეა, ან 70000-მდე მაგრამ არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით, გაიცემა ერთჯერადი დახმარება;

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშ-ფაქტურა.

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ.

ვ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;

3. დახმარება გაიცემა 50%-ის თანადაფინანსებით, არა უმეტეს 400(ოთხასი) ლარისა.

4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

5. მედიკამენტების შესაძენი თანხა ჩაერიცხება შესაბამის სააფთიაქო დაწესებულებას წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №100-ის საფუძველზე არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა.“

    მუხლი 5

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის სათაური ჩაამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 18. 0-დან 3 წლამდე ასაკის ოჯახთა ბავშვების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულაა 70001-დან 150 000-მდე“.

    მუხლი 6

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. 0-დან 3 წლამდე ასაკის ოჯახთა ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას და რომელთა სარეიტინგო ქულაა 70001-დან 150000-მდე, გაიცემა ერთჯერადი დახმარება“.

    მუხლი 7

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის სათაური ჩაამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 19. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შესაძენად დახმარება“.

    მუხლი 8

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა“.

    მუხლი 9

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი ჩაამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. დახმარება სამედიცინო მომსახურებაზე გაიცეს თითოეულ ვეტერანზე არაუმეტს 400 (ოთხასი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით წლის განმავლობაში“.

    მუხლი 10

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის მესამე პუნქტში სიტყვის ,,სამედიცინო“-ს შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,და სააფთიაქო“.

    მუხლი 11

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლის სათაური ჩაამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 20. ონკოლოგიურ დაავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურების დაფინანსება“.

    მუხლი 12

დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლში სიტყვა ,,ჩატარებას“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 5 ასეთი პიროვნება იმყოფება აღრიცხვაზე. ამ მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 8000 ათასი ლარი მგზავრობისათვის, 4 პიროვნებაზე წელიწადში 7200 ლარი, ხოლო 1 პიროვნებაზე 600 ლარი“.

    მუხლი 13

დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე მუხლში სიტყვის ,,კურსს“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 4 ასეთი პიროვნება იმყოფება აღრიცხვაზე. ამ მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 2000 ათასი ლარი მგზავრობისათვის, 4 პიროვნებაზე“.

    მუხლი 14

დადგენილებით დამტკიცებული დანართიდან ამოღებულ იქნეს 29-ე მუხლი.

    მუხლი 15

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე