⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.08.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2012
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,938 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2012 მიღება
11.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.a, li.a, div.a { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.ListParagraph1CxSpFirst, li.ListParagraph1CxSpFirst, div.ListParagraph1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.ListParagraph1CxSpMiddle, li.ListParagraph1CxSpMiddle, div.ListParagraph1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.ListParagraph1CxSpLast, li.ListParagraph1CxSpLast, div.ListParagraph1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.a0, li.a0, div.a0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.a1, li.a1, div.a1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.a1CxSpFirst, li.a1CxSpFirst, div.a1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.a1CxSpMiddle, li.a1CxSpMiddle, div.a1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.a1CxSpLast, li.a1CxSpLast, div.a1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.FooterChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} span.abzacixmlChar { } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.1, li.1, div.1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:43.1pt 49.3pt .5in 58.4pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2012 წლის 23 მარტი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :     მუხლი 1🔗  დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება თანდართული რედაქციით.     მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილება (სსმ, 19, 01/09/2010, 010250020.35.162.000507).     მუხლი 3🔗  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი შეტანილი ცვლილებები: 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 მაისის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 11.06.2012 წ. დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობის წესს.     მუხლი 2🔗. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი გამგეობა არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო , რომელიც აღასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გადაწყვეტილებებს.     მუხლი 3🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კანონიერების, საჯაროობის, კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა დამოუკიდებლად გადაწყვეტის, საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.     მუხლი 4🔗. გამგეობის სამუშაო და საქმის წარმოების ენა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.     მუხლი 5🔗. გამგეობის მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენების წესი 1. გამგეობის შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ახმეტის მუნიციპალიტეტის დროშა. 2. გამგეობის შენობის ფასადზე, გამგეობის თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში და სხდომისთვის განკუთვნილ დარბაზში განთავსდება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმბოლოები გამოიყენება „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით , „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესით .     მუხლი 6🔗. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი 1. გამგეობას აქვს შტამპი, ბლანკი და მრგვალი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით . 2. გამგეობის ცალკეულ უფლებამოსილებათა თავისებურებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი, შტამპი ან/და ბლანკი, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.     მუხლი 7🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი გამგეობის ადგილსამყოფელია: ქალაქი ახმეტა, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. №49.     მუხლი 8🔗. გამგეობის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა 1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთა საქმიანობას უძღვება გამგებელი. 2. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა ზოგადი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო მიმდინარე საქმიანობა – ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 9🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს და გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა.ა. მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილებას; ბ) კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს: ბ.ა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა განყოფილებას; გ) ზედამხედველობის სამსახური; დ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური, რომელიც მოიცავს: დ.ა. მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას; დ.ბ. მუნიციპალური შესყიდვების განყოფილებას; ე) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური; ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური; თ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური; ი) იურიდიული სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს საკრებულო .     მუხლი 10🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები 1. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ტერიტორიული ორგანო ქალაქ ახმეტაში – ქალაქი ახმეტა, სოფელი ბუღაანი, სოფელი ბუხრები, სოფელი ვეძები, სოფელი ნადუქნარი, სოფელი საბუე, სოფელი შახვეტილა, სოფელი ჩაჩხრიალა, სოფელი ქვემო ჩოფჩაური, სოფელი ჭართალა, სოფელი ჯაბური; ბ) ტერიტორიული ორგანო სოფელ მატანში – სოფელი მატანი; გ) ტერიტორიული ორგანო საკობიანოს თემში – სოფელი ბაყილოვანი, სოფელი დედისფერული, სოფელი კუწახტა, სოფელი საკობიანო, სოფელი ქორეთი, სოფელი ყვარელწყალი, სოფელი ხევისჭალა; დ) ტერიტორიული ორგანო დუისის თემში – სოფელი დუისი, სოფელი წინუბანი; ე) ტერიტორიული ორგანო ჯოყოლოს თემში – სოფელი ბირკიანი, სოფელი ძიბახევი, სოფელი ჯოყოლო; ვ) ტერიტორიული ორგანო ხალაწნის თემში – სოფელი დუმასტური, სოფელი ზემო ხალაწანი, სოფელი ომალო, სოფელი ქვემო ხალაწანი, სოფელი შუა ხალაწანი; ზ) ტერიტორიული ორგანო ზემო ალვანის თემში – სოფელი ზემო ალვანი, სოფელი ხორბალო; თ) ტერიტორიული ორგანო ქვემო ალვანის თემში – სოფელი ბაბანეური, სოფელი ქვემო ალვანი; ი) ტერიტორიული ორგანო მაღრაანის თემში – სოფელი არგოხი, სოფელი მაღრაანი, სოფელი ფიჩხოვანი; კ) ტერიტორიული ორგანო ოჟიოს თემში – სოფელი ალავერდი, სოფელი კოღოთო, სოფელი ოჟიო, სოფელი ჩაბინაანი, სოფელი ხორხელი; ლ) ტერიტორიული ორგანო ზემო ხოდაშნის თემში – სოფელი აწყური, სოფელი ახალდაბა, სოფელი ზემო ხოდაშენი, სოფელი ჩარექაული, სოფელი ხველიანდრო; მ) ტერიტორიული ორგანო ქისტაურის თემში – სოფელი არაშენდა, სოფელი ახალშენი, სოფელი ახშანი, სოფელი ახშნის ველები, სოფელი ინგეთი, სოფელი კოჯორი, სოფელი ოსიაური, სოფელი საჩალე, სოფელი ქისტაური; ნ) ტერიტორიული ორგანო სოფელ კასრისწყალში – სოფელი კასრისწყალი; ო) ტერიტორიული ორგანო თუშეთის თემში – სოფელი აგეურთა, სოფელი ალისგორი, სოფელი ბასო, სოფელი ბეღელა, სოფელი ბიქუურთა, სოფელი ბოჭორნა, სოფელი ბუხურთა, სოფელი გირევი, სოფელი გოგრულთა, სოფელი გუდაანთა, სოფელი დადიკურთა, სოფელი დანო, სოფელი დართლო, სოფელი დაქიურთა, სოფელი დიკლო, სოფელი დოჭუ, სოფელი ეთელთა, სოფელი ილიურთა, სოფელი იფხორი, სოფელი ვაკისძირი, სოფელი ვერხოვანი, სოფელი ვესტმო, სოფელი ვესტომთა, სოფელი ვეძისხევი, სოფელი თუშეთის საბუე, სოფელი ინდურთა, სოფელი ინწუხი, სოფელი კვავლო, სოფელი კოკლათა, სოფელი ნაციხარი, სოფელი ომალო, სოფელი ორციხე, სოფელი ჟველურთა, სოფელი საგირთა, სოფელი საჩიღლო, სოფელი ტბათანა, სოფელი ფარსმა, სოფელი ქუმელაურთა, სოფელი ცოკალთა, სოფელი შენაქო, სოფელი შტროლთა, სოფელი ჩიგლაურთა, სოფელი ჩიღო, სოფელი წარო, სოფელი ჭალა, სოფელი ჭერო, სოფელი ჭეშო, სოფელი ჭონთიო, სოფელი ხახაბო, სოფელი ხისო, სოფელი ჯვარბოსელი, სოფელი ჰეღო. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო . 4. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.     მუხლი 11🔗. გამგეობის თანამდებობის პირები გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი; ბ) გამგებლის მოადგილეები; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის რწმუნებული.     მუხლი 12🔗. გამგებელი 1. გამგებელს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. გამგებელი: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს: ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს; ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; ა.გ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს; ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ა.ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით; ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს; ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს; ა.ი) ადგილობრივი გადასახადისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ლ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს; ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ჟ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან/და მათ თვის დისციპლინურ ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს; ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას; გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით, კოორდირებულად საქმიანო ბს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას ნორმატიული აქტების პროექტებს; დ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას; ე) საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისა და თვითმმართველი ერთეულის ინტერესების გათვალისწინებით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს; ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ხელშეკრულებების პროექტებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს მშენებლობის ნებართვებს და ხელს აწერს მის გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; თ ) ინფორმაციას აწვდის საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ; ი ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; კ ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს; ლ ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან; მ ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ნ ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებ ების შესრულებას; ო ) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს; პ ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს გამგეობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას; ჟ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ; რ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 13🔗. გამგებლის მოადგილეები 1. გამგებლის მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის მოადგილეები, გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების შესაბამისად, დარგების მიხედვით, უშუალო კოორდინაციას უწევენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; განსაკუთრებულ შემთხვევებში ასრულებენ გამგებლის სხვა დავალებებს, აგრეთვე ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. 3. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 14🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, ხოლო იმავე კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად, სამუშაო გეგმის შესაბამისად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დროებით არყოფნის ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების სხვაგვარად შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს იმავე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, ამ თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო თუ სტრუქტურული ერთეული არ მოიცავს არცერთ განყოფილებას – იმავე სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 15🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –რწმუნებული 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, ხოლო იმავე კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე. 2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3. რწმუნებულის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოში ინიშნებიან სხვა მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა და რანგირება განისაზღვრება ადმინისტრაციული ერთეულის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. 4. რწმუნებულს აქვს მრგვალი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი, რომელთა გამოყენების წესი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 6. რწმუნებულის დროებით არყოფნის ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების სხვაგვარად შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას , გამგებლის დავალებით , ასრულებს იმავე ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე .     მუხლი 16🔗. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები 1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული დადგენილებით და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით. 2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში ა მტკიცებს საკრებულო. 3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით .     მუხლი 17🔗. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება 1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. 2. გამგეობის შინაგანაწესს, გამგებლის წინადადებების საფუძველზე, ა მტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე .     მუხლი 18🔗. სამართლებრივი აქტები 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება; ბ) გამგებლის ბრძანება; გ) გამგებლის დადგენილება. 2. საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებ ით გათვალისწინებული საკითხებისა). 3 . გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, მათი მივლინების, შვებულების და სხვა საკითხების თაობაზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4 . გამგებელი იღებს დადგენილებას საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 მაისის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 11.06.2012 წ.     მუხლი 19🔗. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება 1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსს, სხვა ნორმატიულ აქტებს. 2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პერსონალურ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებისა, ვიზირებულ უნდა იქნეს აგრეთვე გამგეობის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციის სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, ხოლო თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება საფინანსო დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს – გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერაც. 3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს ასევე გამგებლის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად უწევს კოორდინაციას პროექტით განსაზღვრულ საკითხს. 4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით ვიზირებულ პროექტს გამგებელი წერილობითი მიმართვით წარუ დგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.     მუხლი 20🔗. სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა 1. სამართლებრივი აქტების გამოცემ ის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებ ი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნ ებს. 3 . საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები, გამგებლის ბრძანებები და დადგენილებები ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღინუსხება უწყვეტი, ზრდადი ნუმერაციით. 4 . საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით აღნუსხავს საკრებულოს აპარატი, ხოლო გამგებლის ბრძანებებსა და დადგენილებებს – გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.     მუხლი 21🔗. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის, შეცვლის, შეჩერების, გასაჩივრების და გაუქმების წესი საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებ ის ძალაში შესვლის , შეჩერების, ცვლილების/დამატების შეტანის, გასაჩივრებისა და გაუქმების (არარად აღიარების, ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების) წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.