ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.03.2012
ძალის დაკარგვა 16.02.2015
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 19.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpFirst, li.ListParagraph1CxSpFirst, div.ListParagraph1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpMiddle, li.ListParagraph1CxSpMiddle, div.ListParagraph1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpLast, li.ListParagraph1CxSpLast, div.ListParagraph1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.a0, li.a0, div.a0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.a1, li.a1, div.a1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpFirst, li.a1CxSpFirst, div.a1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpMiddle, li.a1CxSpMiddle, div.a1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpLast, li.a1CxSpLast, div.a1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.FooterChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
span.abzacixmlChar { }
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:43.1pt 50.45pt .5in 58.4pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2012 წლის 23 მარტი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №
24 დადგენილება (სსმ, 46, 03/11/2010, 010260020.35.162.016011).
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახურს აქვს ბლანკი და მრგვალი ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით.
4. სამსახურის საშტატო ერთეულები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
6. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ახმეტა, დედის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან (სპეციალისტებისაგან), რომელთა რიცხოვნობა და რანგირება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 4🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახური ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო-სამაშველო სამუშაოებს.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე „საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 5 სექტემბრის №1062 ბრძანებისა და „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანების შესაბამისად;
ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში განახორციელოს ხანძრის ჩაქრობა „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანებით განსაზღვრული წესით;
გ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციის ღონისძიებებში და სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში;
დ) უზრუნველყოს სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადება და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა;
ე) დადგენილი წესით მოახდინოს ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზება და ჩაქრობა, სამუშაოების შესრულება და მომსახურება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;
ვ) განახორციელოს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვა „საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წესისა და დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის №1574 ბრძანების შესაბამისად;
ზ) „სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 5 აპრილის №518 ბრძანების შესაბამისად უზრუნველყოს სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების სწორი ექსპლუატაცია;
თ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ითანამშრომლოს სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;
ი) საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;
კ) საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით მოსახლეობას ოპერატიულად და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, ინტერნეტით);
ლ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი და ფუნქციები საქართველოს კანონმდებლობის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და გამგებლის დავალებების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ამ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის და განსაზღვრავს მათს თანამდებობრივ მოვალეობებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
თ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის პერიოდში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე (როგორც წესი, მთავარი სპეციალისტი).
მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევისა.
2. გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელძღვანელის წინაშე.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები, აგრეთვე სამსახურის გავლის წესი რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით.