,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.162.016124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2012 წლის 23 მარტი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის № 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №6 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი,17/01/2012, 010260020.35.162.016091) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

 სამსახური შედგება სამსახურის უფროსის ა და სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან (სპეციალისტებისაგან), რომელთა რიცხოვნობა და რანგირება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.“.

 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ დაწესებულებებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდება;

ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვა, მის გამოყენებაზე კონტროლი და მიწათსარგებლობის წესების დაცვა;

ზ) მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;

თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

 3. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2012.
როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.03.2012. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.162.016124.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №39, 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016124 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1623991/