„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5/10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016123
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №5/10

2012 წლის 28 მარტი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში (სსმ, №35, 08.10.2010 წელი , კოდი 010260020.35.111.016002) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:

1. დებულების მე-11 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.”

2. დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი.

3. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ტერიტორიული ორგანოები

1. ტერიტორიული ორგანოები იქმნება თვითმმართველ ერთეულში შემავალი ტერიტორიული ნაწილის მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ცენტრის უბანში;

ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო კუნძულის უბანში;

გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ნაბადის უბანში;

დ)თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო მალთაყვის უბანში;”.

3. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი . საღინაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2012.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.03.2012. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ფოთი. დოკუმენტის ნომერი — №5/10. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.111.016123.
რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5/10, 28.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016123 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1625474/