,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №3-11
2012 წლი ს 30 მარტი
ქ. თბილისი
,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
ა) წესის მე-6 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,81. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ საფლავებში, რომლის ან მასში დაკრძალული ნეშტის შესახებ სასაფლაოს მმართველს არ გააჩნია ან/და არასრულია სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულია საიდენტიფიკაციო ნიშნები, დაკრძალვა (გარდა ზემოდან დაკრძალვის და გადასვენებისა) შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლის მოთხოვნით , რომელმაც სასაფლაოს მმართველს დამატებით უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიუთითოს საფლავში დაკრძალულის ვინაობა, რასაც სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დაადასტურებს საფლავის მომიჯნავე ორ ან მეტ საფლავში დაკრძალული მიცვალებულების ჭირისუფლები. ასეთ შემთხვევაში დავის წარმოშობის შემთხვევაში , განმცხადებელი ვალდებულია საკუთარი რისკით აღმოფხვრას დავის საფუძვლები, ხოლო აღმოუფხვრელობის შემთხვევაში , მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით.“;
ბ) წესის მე -6 მუხლ ი ს მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული სანიტარ ი ულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის და შესაბამის ტერიტორიაზე მიცვალებულის დასაკრძალად გამოყოფილი/განკუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტის (გარდა უცხოეთში გადასვენების შემთხვევისა) საფუძველზე, სათანადო სანიტარ ი ულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით შესაბამისი მოთხოვნის რეგისტრაციიდან 60 დღის ვადაში. ჭირისუფლის მოთხოვნის შემთხვევაში , გადასვენებისათვის განკუთვნილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში შეთანხმება ითვლება ძალადაკარგულად და გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება, გადასასვენებლად გამოყოფილი საფლავი კი გაიცემა როგორც ახალი საფლავი, ამ წესის შესაბამისად.“;
გ) წესის მე-6 მუხლს დაემატოს 101 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,101. გადასასვენებლად გაცემულ საფლავებზე, გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სასაფლაოს მმართველის ვებგვერდზე. სასაფლაოს მმართველის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ორი თვის შემდეგ ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში , საფლავი შესაძლოა გაიცეს როგორც ახალი საფლავი, ამ წესის შესაბამისად, ხოლო ჭირისუფლის გამოცხადების შემთხვევაში , თუ ის 30 დღის ვადაში არ განახორციელებს გადასვენებას, სასაფლაოს მმართველი უფლებამოსილია გასცეს ასეთი საფლავი , როგორც ახალი საფლავი, მიუხედავად მასზე არსებული საკულტო ან სხვა დანიშნულების ნაგებობების არსებობისა, რომელზედაც ყოველგვარ უფლებას კარგავს მისი დამმონტაჟებელი . ამ პუნქტის შესაბამისად , გადასვენება ხორციელდება საფლავის ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, თუ საარქივო მონაცემებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო გადასვენების და სამარხზე მომსახურების საფასური განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს შესრულების პერიოდში მოქმედი წესების შესაბამისად.“;
დ) წესის მე -7 მუხლ ი ს მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. მმართველის მიერ დანიშნული მუდმივმოქმედი კომისიის მიერ პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოებზე ბოლო დაკრძალვიდან ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორეული დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციისას დადგენილ მოუვლელ საფლავებზე უნდა დაიდგას საინფორმაციო ფირფიტა სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სასაფლაოს მმართველის ვებგვერდზე. სასაფლაოს მმართველის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ორი წლის შემდეგ ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საფლავი შესაძლოა გადაიცეს მეორეული გამოყენებისათვის.“;
ე) წესის მე-8 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობის დროს სხვა სახის ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში , სასაფლაოს მმართველი უფლებამოსილია , საქმიანობა განახორციელოს სასაფლაოზე არსებული ძეგლების ვიზუალური დათვალიერების გზით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.“
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . სამადაშვილი