„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4133
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება №4133

2012 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის № 1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის ა და„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 23 მაისის№303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ ” ქვეპუნქტ ებ ის საფუძველზე, ვბრძანებ:

1 . „გადასახადი გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის № 1205 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტ ი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდებასსკ-ის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ასევე სსკ-ის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებზე და იმ მოსაკრებლის თანხებზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.”;

ბ) მე-7 პუნქტ ი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71.იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ) მიღებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2011 წლის 8 ნოემბ რის №5202 საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, უნდა გა იმიჯნოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებით მოცული მიმდინარე გადასახდელებით განსაზღვრული დავალიანება. ამასთან, გადამ ხ დელის მიერ შემდგომში წლიური დეკლარაციების წარმოდგენისას, საგადასახადო ორგანოს მხრიდან წლიური დეკლარაციებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული შედეგები დამატებით კორექტირებას აღარ ექვემდებარება.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 23 ნოემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძ ე