„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№120
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №120

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში (www.mats№e.gov.ge , 16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს“ დაემატოს №16 და №17 დანართები თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 28 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

 

 „დანართი №16

ტუბერკულოზის მართვა

პროგრამული კოდი – 35 03 03 03

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირები, მიუხედავად იმისა, რომ აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

    მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამის ფარგლებში იფარება ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებები, გარდა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისა და ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებისა, რომელთა უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები:

ა) ამბულატორიული მომსახურება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ტუბერკულოზის ყველა საეჭვო შემთხვევის (ექიმის მიმართვით ან მჟავაგამძლე ბაქტერიაზე დადებითი გამოვლენილი (შემდგომში – მგბ+) შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირების) კლინიკურ დიაგნოსტიკას და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან;

ა.ბ) დადებითი შემთხვევების, მათ შორის, სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, ამბულატორიულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს ფტიზიატრის ზედამხედველობას, ინსტრუმენტულ‑ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან ;

ა.გ) უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის განხორციელებას (DOT) სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით;

ა.დ) მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში გამოვლენილი ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობას მაღალი რისკის ჯგუფებში;

ა.ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსებას, რაც მოიცავს ტუბერკულოზზე სკრინინგის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამედიცინო პერსონალის – სპეციალურად გადამზადებული მედდების დაფინანსებას;

ა.ვ) ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალისა და დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პენიტენციური სისტემის მუშაკთა რუტინულ გამოკვლევას წელიწადში ერთხელ (აღნიშნული პირობა ვრცელდება მხოლოდ ამ დადგენილების საფუძველზე გაწეულ მომსახურებებზე);

ბ) ეპიდზედამხედველობისა და ტუბერკულოზის პროგრამის მართვის მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) დადასტურებული მგბ+ შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირების ეპიდკვლევასა და შერჩეული კონტაქტების სკრინინგულად გამოკვლევას ლატენტურ/აქტიურ ტუბერკულოზზე (მათ შორის, განმეორებითი სკრინინგი პირველადად უარყოფით პირებში);

ბ.ბ) დადებითი შემთხვევების რეფერალს დადასტურებისა და შემდგომი მკურნალობისთვის მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელთან გეოგრაფიული პრინციპით;

ბ.გ) ლატენტური ტუბერკულოზის პროფილაქტიკური მკურნალობის პროცესში ჩართული მაღალი რისკის ჯგუფებისთვის (ბავშვები და იმუნოკომპრომიტირებული პირები) დამატებითი თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების შესყიდვას;

ბ.დ) ტუბერკულოზის პროგრამის მართვის მონიტორინგს, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:

ბ.დ.ა) ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობასა და მონიტორინგს;

ბ.დ.ბ) ზედამხედველობის ოქმების და გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში შესყიდული წამლებისა და სასურსათო ვაუჩერების შესახებ ანგარიშგებას;

ბ.დ.გ) ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფ რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტთა სარეგისტრაციო ჟურნალების ზედამხედველობას და გამოვლენილ ნაკლოვანებათა ოპერატიულად აღმოფხვრას;

ბ.დ.დ) რეგიონის დონეზე DOT‑ის დაგეგმვას და უზრუნველყოფის მონიტორინგს;

გ) ლაბორატორიული კონტროლი, რომელიც გულისხმობს ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულ დადასტურებასა და მკურნალობის პროცესში ჩართული პაციენტების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკურ კვლევებს და მოიცავს:

გ.ა) ნახველის/საკვლევი მასალის ტრანსპორტირებას;

გ.ბ) სპეციფიკურ ლაბორატორიულ კვლევებს;

გ.გ) ხარისხის კონტროლს როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში;

დ) სტაციონარული მომსახურება, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკურ თერაპიულ სტაციონარულ მომსახურებას;

დ.ბ) რთულ სადიაგნოსტიკო მომსახურებას, რომლის დროსაც აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და დამატებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები;

დ.გ) ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიკურ ქირურგიულ სტაციონარულ მომსახურებას;

ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა და გადაცემა.

    მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და პროგრამა არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა „ა.ა“, „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებისა, დაფინანსდება თვის არამატერიალიზებული ვაუჩერით, დანართ 16.1‑ში განსაზღვრული ღირებულების მიხედვით.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება შემთხვევის მიხედვით არამატერიალიზებული ვაუჩერით, დანართ 16.1‑ში განსაზღვრული ღირებულების მიხედვით.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დასაქმებული ტუბერკულოზის ექთნის ერთი თვის ანაზღაურება განსაზღვრულია 500 ლარით. მომსახურებას უზრუნველყოფს 25 ექთანი.

5. მე‑3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით.

6. მე‑3 მუხლის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება საწოლდღის პრინციპით, დანართი 16.1‑ის მიხედვით.

7. მე‑3 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს დანართ 16.1‑ში მითითებული ლიმიტებისა.

8. მე‑3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ანაზღაურება განხორციელდება მე‑6 მუხლის მე‑7 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, არა უმეტეს ბიუჯეტით განსაზღვრული ლიმიტისა.

    მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლეს მიეწოდება არამატერიალიზებული ვაუჩერის სახით, გარდა „ა.ე“ ქვეპუნქტისა.

2. მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული პრინციპით, სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისგან“.

3. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეაგენტების, მედიკამენტების, სხვა სახარჯი მასალებისა და საწვავის შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და გადაეცემა მომსახურების შესაბამის მიმწოდებელს.

4. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა (გარდა მომსახურების იმ მოცულობისა, რასაც ახორციელებს უშუალოდ ცენტრი, განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისგან“.

5. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლეს მიეწოდება არამატერიალიზებული ვაუჩერის სახით.

6. მე‑3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისგან“.

    მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, გარდა მე‑3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტისა.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით.

3. პროგრამის ფარგლებში მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი.

4. პროგრამის ფარგლებში მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები არიან ცენტრი და სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.

5. პროგრამის ფარგლებში მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო საქონლის მიმწოდებელი განისაზღვრება მე‑5 მუხლის მე‑3 პუნქტის მიხედვით.

6. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაუდასტურებს პროგრამის განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

7. მე‑3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.

    მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

1. მე-3 მუხლის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.

2. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია ცენტრი.

    მუხლი 8. დამატებითი პირობები

1. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, დაუშვებელია მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერ(ებ)ით ბენეფიციარმა ისარგებლოს რამდენიმეჯერ ერთი საანგარიშგებო თვის განმავლობაში.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებული არიან მომსახურების მიწოდებისას იხელმძღვანელონ შესაბამისი ეროვნული გაიდლაინებითა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებით პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებული არიან ცენტრის მიერ და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მიღებული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალით უსასყიდლოდ უზრუნველყონ ახლად გამოვლენილი პაციენტების სკრინინგი აივ‑ინფექციაზე/შიდსზე.

4. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) სპეციფიკურ სამედიცინო მომსახურებაზე (ამბულატორიულ ფტიზიატრიულ, შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე, გარდა ტუბერკულოზის სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევებისა) და DOT მომსახურებაზე მოსარგებლეთათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამასთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ იმ საწარმოებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%‑ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მიეცეთ უფლება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეისყიდონ შესაბამისი მომსახურება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) სამედიცინო პერსონალისთვის (ფტიზიატრის, ფტიზიატრ‑პედიატრის, ექთნის/DOT ექთნის, გარდა სოფლის ექიმის პროგრამის სოფლის ექთნის პუნქტზე არსებული პერსონალისა) ანაზღაურება – არანაკლებ 360 ლარის ოდენობით ექიმისთვის და 280 ლარის ოდენობით – ექთნისთვის თვეში;

გ) მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია დონორების მიერ ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მედიკამენტებისა და სასურსათო ვაუჩერების განაწილებისა და ხარჯვის შესახებ.

5. მე‑3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

6. მე‑3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა უნდა უზრუნველყოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და განმახორციელებელს წარუდგინოს შესყიდვისა და გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9,510 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

 

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ფარგლებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება – 12 500 ლარი თვეში)

3,190

2

ეპიდზედამხედველობისა და ტუბერკულოზის პროგრამის მართვის მონიტორინგის კომპონენტი

165

3

ლაბორატორიული კონტროლი

1,005

3.1

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

525

3.2

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“

480

4

სტაციონარული მომსახურება

4,950

5

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

200

 

სულ ბიუჯეტი:

9,510.

 

დანართი 16.1 – ერთეულის ღირებულებები

 

მომსახურების დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარებით)

ამბულატორიული მომსახურება

1

ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტები (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)

 

1.1

მოზრდილი/სამედიცინო პერსონალი

40

1.2

ბავშვი (18 წლამდე)

45

2

ეჭვი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე (გამოკვლევა –ერთეულის ღირებულება)

 

2.1

ტუბერკულოზური პლევრიტი

140

2.2

ძვალ‑სახსრის ტუბერკულოზი

110

2.3

ურო‑გენიტალური ტუბერკულოზი

75

2.4

ქალის გენიტალური ტუბერკულოზი

118

2.5

პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი

92

2.6

აბდომინალური ტუბერკულოზი

70

3

ამბულატორიული მკურნალობა (ერთი თვის ვაუჩერი)

 

3.1

სენსიტიური ტუბერკულოზი

65

3.2

რეზისტენტული ტუბერკულოზი (ინტენსიური ფაზა)

125

3.3

რეზისტენტული ტუბერკულოზი (გაგრძელების ფაზა)

60

3.4

ლატენტური ტუბერკულოზი

20

სტაციონარული მომსახურება

4

ქირურგიული ოპერაციები (ერთეულის მაქსიმალური ღირებულება)

 

4.1

ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა (პულმონქტომია)

2575

4.2

აბდომინური ქირურგიული მკურნალობა

1210

4.3

ძვალ‑სახსრის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

3930

4.4

საშარდე სისტემის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

2080

4.5

თორაკოსკოპიული მინი ინვაზიური ოპერაციები ტუბერკულოზის დროს

1455

4.6

ოპერაციები ლიმფურ კვანძებზე

1165

4.7

ოპერაციები მამაკაცთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს

745

5

თერაპიული სტაციონარული მომსახურება (საწოლდღე)

 

5.1

სენსიტიური (თბილისი)

35

5.2

რეზისტენტული/ტუბერკულოზური მენინგიტი (თბილისი)

40

5.3

სენსიტიური/რეზისტენტული (რეგიონი)

30

5.4

რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევა (სტაციონარული საწოლდღის ლიმიტი, მაქსიმუმ 4 საწოლდღე)

62.

 

 

დანართი №17

აივ-ინფექცია/შიდსი

პროგრამული კოდი – 35 03 03 04

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია:

ა) აივ‑ინფექციის/შიდსის ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა;

ბ) აივ‑ინფექციის/შიდსის გავრცელების შეფერხება;

გ) აივ‑ინფექციით/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

    მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სახის მომსახურებები:

ა) აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება, რომელიც გულისხმობს:

ა.ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირების აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტაციასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.ბ) ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების კონსულტაციასა და ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.გ) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა მქონე პირების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციასა და ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.დ) ინექციური ნარკომანი პირების მოძიების, აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციასა და სკრინინგული მეთოდებით ნებაყოფლობითი გამოკვლევის პილოტს;

ა.ე) B და C ჰეპატიტების მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციას, ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით და სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით;

ა.ვ) აივ-ინფექციაზე/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაციას, ნებაყოფლობით გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით და სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით;

ა.ზ) მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯგუფების გარდა, ყველა სხვა აივ‑ინფექციაზე/შიდსზე სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით;

ბ) აივ‑ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით (გარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რომელიც გულისხმობს:

ბ.ა) პირველ და განმეორებით ვიზიტს;

ბ.ბ) ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობას, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

ბ.გ) ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას;

ბ.დ) ექიმის ვიზიტს პაციენტთან;

ბ.ე) C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგს;

ბ.ვ) ტუბერკულოზის იზონიაზიდით პროფილაქტიკური მკურნალობის განხორციელებას;

გ) აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობით (გარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რომელიც გულისხმობს:

გ.ა) შიდს‑ინდიკატორული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას;

გ.ბ) აივ-ინფექციის/შიდსის თანმხლები დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

    მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

2. პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობითი მომსახურებები არ მოიცავს პაციენტებისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შესყიდვას. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.

3. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება მე‑6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებლების მიერ უსასყიდლოდ.

4. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ბიუჯეტით განსაზღვრული თანხისა.

5. მე‑3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან, მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს დანართი 17.1-ის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულებისა.

    მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ტესტსისტემების, რეაგენტებისა და სხვა სახარჯი მასალების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და გადაეცემა ამავე ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების გამოვლენილ მიმწოდებლებს.

2. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრისგან“.

5. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

6. მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფისთვის მე‑6 მუხლის მე‑7 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი შესაბამის მედიკამენტებს მიიღებს ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

    მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები არიან ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში არსებული მიმწოდებლები.

3. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ტესტსისტემების, რეაგენტებისა და სხვა სახარჯი მასალების მიმწოდებელი განისაზღვრება მე‑5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

6. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი.

7. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

    მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის განმახორციელებელია ცენტრი.

2. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.

    მუხლი 8. დამატებითი პირობები

1. მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის შესაბამისად.

3. მე‑3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის შესაბამისად.

    მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 3,112.0 ათასი ლარით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

ბიუჯეტი

 (ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება

352

1.1

ინექციური ნარკომანი პირების მოძიება, აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაცია და ნებაყოფლობითი გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით

31

1.2

B და C ჰეპატიტის მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაცია, ნებაყოფლობითი გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით და სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევა კონფირმაციული მეთოდებით

54

1.3

აივ-ინფექციაზე/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექციაზე/შიდსზე კონსულტაცია, ნებაყოფლობითი გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით და სკრინინგული ტესტით დადებითი შემთხვევების გამოკვლევა კონფირმაციული მეთოდებით

171

1.4

მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალის უზრუნველყოფა

96

2

ამბულატორიული მომსახურება

1,430

3

სტაციონარული მომსახურება

1,330

სულ:

3,112.

 

დანართი 17.1 – აივ‑ინფექციით/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული და სტაციონარული დახმარებით

 

მომსახურება

ერთეულის ფასი (ლარი)

1

შიდსი (ამბულატორიული მომსახურება)

 

1.1

პირველი ვიზიტი (გაფართოებული)

510

1.2

პირველი ვიზიტი (სტანდარტული)

280

1.3

განმეორებითი ვიზიტი (გაფართოებული)

320

1.4

განმეორებითი ვიზიტი (სტანდარტული)

100

1.5

ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (მძიმე)

400

1.6

ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (საშუალო)

175

1.7

ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (მსუბუქი)

70

1.8

ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (გაფართოებული)

350

1.9

ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (საშუალო)

170

1.10

ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (რუტინული)

70

1.11

C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგი

350

1.12

ანტირეტროვირუსული მკურნალობის მონიტორინგი

11

1.13

ექიმის ვიზიტი პაციენტთან

25

2

შიდსის სტაციონარული მომსახურება

2790.“.