შპს „გამომცემლობა სამშობლო“-ს კრედიტორთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „გამომცემლობა სამშობლო“-ს კრედიტორთა საყურადღებოდ

2012 წლის 13 მარტიდან 2012 წლის 23 მარტამდე მიმდინარეობდა მეორე აუქციონი, სადაც გამოტანილი იყო შპს „გამომცემლობა სამშობლოს“ ქონება შემდეგ ლოტებად: ლოტი№1 – სტამბის მანქანა-დანადგარები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა; ლოტი№2 – წიგნი ი.გოგებაშვილის „დედაენა“; ლოტი№3 – წიგნი ვ. გოგუაძის „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“; ლოტი№4 – წიგნი გ.შარაძე „ამერიკელი ქართველები“; ლოტი№5 – წიგნი "книгавечноипамяти" ; ლოტი№6 – წიგნი „ტყვარჩელის ტრაგედიები აფხაზი გოგონას დღიური“; ლოტი №7 –წიგნი ნ . ბაგრატიონის „ბაგრატიონი აფრიკაში “;ლოტი№8 – წიგნი ა. სოფჩაკის „თბილისის ჟამტეხილი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა“; ლოტი№9 – წიგნი ო. გაგუა „ბორის პაიჭაძე; ლოტი№10 – წიგნი „მუშეტის ახალი თავგადასავალი“; ლოტი№11 – წიგნი მ. ელიოზიშვილი „მოგზაურობა და ხიფათი“; ლოტი№12 – წიგნი ჯ. იოსელიანის "герменевтикаитеатр"; ლოტი№13 – დასაჭრელი ანბანი; ლოტი№14 – გაკვეთილების ცხრილი; ლოტი№15 – ავტომანქანები; ლოტი№ 16 –წიგნი რ . მიმინოშვილის „ორი ამბავი ანუ 32 და 3200 წლის წინათ “.

აღნიშნული ქონებიდან გაიყიდა მხოლოდ ლოტი №1 (სტამბის მანქანა-დანადგარები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა) და ლოტი №15 (ავტომანქანები). ხოლო ქონება, რომლის რეალიზაცი ა ც არ მოხდა მეორე აუქციონზე, ექვემდებარება კრედიტორებისთვის ნატურით გადაცემას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორებს უფლება აქვთ ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ განცხადება სსიპ –აღსრულების ეროვნულ ბუროში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი) ქონების ნატურით მიღების თაობაზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ შეტყობინების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაკოტრების მმართველისადმი კრედიტორების მიერ მიმართვის განუხორციელებლობა ან ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება კრედიტორების მიერ მოთხოვნაზე უარის თქმად, რაც შესაძლებელს ხდის ქონების ნატურით გადაცემას შესაბამის რიგში დარჩენილი ან შემდეგი რიგის კრედიტორებისათვის. დადგენილ ვადაში ყველა რიგის კრედიტორების მიერ მიმართვის განუხორციელებლობა ან ქონების ნატურით მიღებაზე უარის თქმა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი რიგითობით და ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნის წილის პროპორციულად.

გაკოტრების მმართველის

აღსრულების ეროვნული ბიუროს

წარმომადგენელი                           ვ. ხაჭაპურიძე