სს „ქარხანა ელექტროძრავა“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების „ქარხანა ელექტროძრავას“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 23 აპრილს ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა №9/11-ში, 16 საათზე მოწვეულია სს „ქარხანა ელექტროძრავას“ აქციონერთა საერთო კრება.
დღის წესრიგი:
1. სს „ქარხანა ელექტროძრავას“ 2011 წლის წლიური ანგარიშის განხილვა.
2. ამხანაგობა „გეომერიდიანიდან“ ს/ს „ქარხანა ელექტროძრავას“ გამოსვლის საკითხი.
3. აუდიტის არჩევა.
4. სხვადასხვა.
კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 9 მარტი.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევენ აქციონერებს, რომ გამოცხადდნენ კრებაზე და ხელი შეუწყონ მის შეუფერხებელ ჩატარებას, თან იქონიონ პირადობის მოწმობა.
აქციონერებს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება კრების დაწყებამდე 10-დღიან პერიოდში შეუძლიათ შეამოწმონ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორში“ (მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 74ა).
დამატებითი ინფორმაცია დღის წესრიგის საკითხებზე შეგიძლიათ მიიღოთ სს-ების დირექტორთან ან სს სამეთვალყურეო საბჭოში.
სამეთვალყურეო საბჭო.