„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.016259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №43

2012 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111215013, 16/12/2011წ.) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაჟირება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე საქმიანობა;“.

2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ან პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტია.

მუხლი 5

სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

3. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22

1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1 თვიდან 1 წლამდე.

2. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სტაჟიორის შეფასებები.

3. ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.04.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.027.016259.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №43, 03.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016259 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1626959/