„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/922
2012 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2780 ბრძანებით (ვებგვერდი, 111230068, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016147) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ნ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ნ) იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე ხელშეკრულებების ხელმოწერა”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ . ქობალია