შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნული უშიშროების სამსახურს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2011
ძალაში შესვლა 28.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით | სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნული უშიშროების სამსახურის სახელით |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნული უშიშროების სამსახურს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:1.1in 1.2in 1.1in 1.2in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნული უშიშროების სამსახურს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნული უშიშროების სამსახური, შემდგომში მხარეები:
ეფუძნებიან 2001 წლის 23 ოქტომბრის “საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას”,
ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, გამოხატავენ სურვილს, განავითარონ სასაზღვრო სფეროში მეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის,
ადასტურებენ მისწრაფებას, კომპეტენციის ფარგლებში თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განავითარონ თანამშრომლობა და განსაზღვრონ თანამშრომლობის პრინციპები,
აცნობიერებენ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშაულის, საერთაშორისო ტერორიზმის, კონტრაბანდის, ტრეფიკინგის, არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილების საკითხებში,
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლებენ:
1. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში ურთიერთსაინტერესო ინფორმაციის რეგულარულად გაცვლის მიმართულებით;
2. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის, არალეგალური მიგრაციის, ტრეფიკინგის, საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებული და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების, რადიოაქტიური მასალების, კულტურულ-ისტორიულ ფასეულობათა, აკრძალული საქონლისა და საგნების კონტრაბანდასთან, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში;
3. სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების შესახებ გამოცდილების გაზიარების სფეროში;
4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტერესების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მხარეები უზრუნველყოფენ საზღვრის დაცვის სფეროში ურთიერთსაინტერესო ინფორმაციის, მათ შორის, იმ საკანონმდებლო და სხვა სამართლებრივი აქტების დროულ გაცვლას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას.
მხარეები იღებენ ვალდებულებას, მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია მხარეთა მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ, რომლებიც დაკავებულ იქნენ მხარეთა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობისათვის, მათ შორის, სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით.
მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება ცალკე ოქმით, რომელიც იქნება ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებათა შესაბამისად.
მხარეები დაიცავენ ერთმანეთის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, არ გამოიყენებენ მას ერთმანეთის ინტერესების საზიანოდ და არ გადასცემენ მესამე მხარეს ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 3🔗
მხარეთა სასაზღვრო უწყებები სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს გადაჭრიან სასაზღვრო წარმომადგენლების მეშვეობით.
მხარეთა სახელმწიფო საზღვრის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
მხარეები იღებენ ვალდებულებას, უფლებამოსილების ფარგლებში ყოველმხრივ შეუწყონ ხელი საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
მუხლი 5🔗
ამ შეთანხმების განმარტებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკების გზით.
მუხლი 6🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ მოახდენს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკისათვის სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაკისრებულ ვალდებულებებზე.
მუხლი 7🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ამ შეთანხმებაში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით. ეს ოქმები ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ თავიანთი სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული და შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ მეორე მხარისადმი დიპლომატიური არხების მეშვეობით ექვსი თვით ადრე შეტყობინების გზით.
ხელმოწერილია 2011 წლის
29 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელით
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული ეროვნული უშიშროების სამსახურის სახელით