შეთანხმება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხთა სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 30.11.2011
ძალაში შესვლა 28.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2012
matsne.gov.ge 941 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2011 მიღება
28.02.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხთა სფეროში თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხთა სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა სურვილით განამტკიცონ და განავითარონ ორი სახელმწოფოს ხალხებს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირ-ურთიერთობა, ადასტურებენ რა ნებას გააფართოონ და სრულყონ თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობა ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო ორგანოებს, ეროვნულ, რეგიონალურ და სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ფართო ურთიერთმოქმედების გზით, გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებში მჭიდრო ურთიერთმოქმედებისა და თანამშრომლობის დამყარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები, წინამდებარე შეთანხმების, თავიანთი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის თანახმად და თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების სფეროში. მხარეები ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობასთან მუშაობის სფეროში თანასწორი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განმტკიცებასა და განვითარებას ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო ორგანოების, ეროვნული და რეგიონალური ახალგაზრდული გაერთიანებების ხაზით, აქტიურად დაუჭერენ მხარს მათ ინიციატივებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდობის თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, ახალგაზრდობისათვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, უზრუნველყოფენ მის მონაწილეობას ახალგაზრდობასთან მუშაობის სფეროს პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციაში.     მუხლი 2🔗 მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებში კავშირურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარებას პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, იმ გზით, რომ: – შექმნიან ხელშემწყობ პირობებს მხარეთა ერთობლივი მუშაობისათვის, კავშირ-ურთიერთობისა და ურთიერთგაცვლისათვის; – ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების სფეროში; – ხელს შეუწყობენ საერთო პროგრამების დანერგვას და ახალგაზრდული ღონისძიებების (ყრილობების, სიმპოზიუმების, კონგრესების, კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, ფესტივალების, ფორუმების, ბრიფინგების, გამოფენების, კონკურსების, შეხვედრების) გამართვას მხარის სახელმწიფო ტერიტორიებზე.     მუხლი 3🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ უშუალო კავშირებს ყველა დონის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, აგრეთვე დელეგაციების გაცვლას, ორივე მხარისათვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას, მათ შორის, ერთობლივად შემუშავებული პროგრამების მიხედვით ღონისძიებათა გამართვას.     მუხლი 4🔗 მხარეები ხელშემწყობ პირობებს შექმნიან ახალგაზრდობის საზაფხულო დასვენების ორგანიზაციისათვის, არდადეგების პერიოდში ჯგუფების გაცვლისათვის. მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე თავიანთი სახელმწიფოების იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიც ახალგაზრდობის პრობლემებზე მუშაობენ.     მუხლი 5🔗 მხარეები წაახლისებენ მწვრთნელი მასწავლებლების, ახალგაზრდობასთან მუშაობის სფეროს სხვა სპეციალისტების თანამშრომლობას, აგრეთვე ხელს შეუწყობენ მათი გამოცდილების გაზიარებას.     მუხლი 6🔗 მხარეები უზრუნველყოფენ სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის გაცვლას ახალგაზრდობასთან მუშაობის სფეროში, მათ შორის: – საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტების შესახებ, რომლებიც არეგულირებს მათ სახელმწიფოებში ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებს; – ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხთა სფეროში საქმის ვითარებისა და პოლიტიკის რეალიზაციის შესახებ; – საცნობარო-საინფორმაციო, მეთოდიკური და სხვა მასალებით.     მუხლი 7🔗 მხარეები ხელს უწყობენ შრომითი დასაქმების პროგრამების,  აგრეთვე  ახალგაზრდობის საბინაო პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.   მხარეები წაახალისებენ ახალგაზრდული შრომითი და სტუდენტური სამშენებლო რაზმების გაცვლას.     მუხლი 8🔗 ახალგაზრდების გაცვლის შესახებ დადებული პირდაპირი ხელშეკრულებების ფარგლებში თანამშრომლობა განხორციელდება ნაცვალგების პრინციპებზე, კერძოდ: – გამგზავნი მხარე თავის თავზე იღებს ღონისძიების გამართვის ადგილას თავისი დელეგაციების ჩაყვანის და უკან გამომგზავრების ხარჯებს, აგრეთვე ყველა იმ სახეობის დაზღვევის ხარჯებს, რომლებიც გათვალისწინებულია საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად; – მიმღები მხარე თავის თავზე იღებს დელეგაციების მასპინძლობის, მათ შორის, დაბინავების, კვების, შიდა ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯებს, აგრეთვე იმ სხვა საჭირო დახმარების ხარჯებს, რომელიც გათვალისწინებულია თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა სახის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს და ხორციელდებოდეს მხარე სახელმწიფოთა ნორმატიული სამართლებრივი აქტების თანახმად და ფინანსდებოდეს მხარე სახელმწიფოთა ბიუჯეტებით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში, აგრეთვე იმ სხვა წყაროებიდან, რომლებიც არ იკრძალება მხარე სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით.     მუხლი 10🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ცალკე ოქმებად ფორმდება. ისინი წინამდებარე შეთანხმების გაუყოფელ ნაწილს შეადგენს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად.     მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ეხება მხარეთა იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მონაწილენიც არიან საქართველო და სომხეთის რესპუბლიკა.     მუხლი 12🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებათა გამოყენებისას დავისა და უთანხმოების წამოჭრის შემთხვევაში, მხარეები მათ კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით წყვეტენ.     მუხლი 13🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს მისი მოქმედება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.     მუხლი 14🔗 წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს მხარეთა მიერ პროექტებისა და პროგრამების შესრულებაზე, რომლებიც შეთანხმებულია წინამდებარე შეთანხმების დებულებათა რეალიზაციის მიზნით და არ არის დასრულებული მისი მოქმედების შეწყვეტის მომენტისათვის. შესრულებულია ქ. თბილისში, 2011 წლის 30 ნოემბერს ორ დედანად, ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს                                                           სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის                         სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო                                                 საქმეთა სამინისტრო