„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცებისშესახებ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №009
201 2 წლის2 აპრილი
ქ. ბათუმი
„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის ბრძანებაში №001 „მეზღვაურის წიგნაკის ფორმა, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მეზღვაურის წიგნაკში ასევე შეიტანება მეზღვაურის პირადი ნომერი და მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის რიგითი ნომერი.
5. მეზღვაურის პირადი ნომერი შედგება 10 (ათი) ციფრისაგან. მათ შორის, პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს გაცემის წლის ბოლო 2 (ორი) რიცხვს, მომდევნო 2 (ორი) ციფრი – მეზღვაურის მოქალაქეობას (კერძოდ, ციფრი 01 – საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ციფრი 02 – უცხო ქვეყნის მოქალაქეს), ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი კი აღნიშნავს მეზღვაურის რიგით ნომერს, რომელიც მეზღვაურს ენიჭება რიგითობის მიხედვით სააგენტოში რეგისტრაციისას (მაგალითად, მეზღვაურის ნომერი გამოისახება: 11-01-000001)“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის რიგითი ნომერი შედგება 7 ციფრისგან, რომელიც ენიჭება მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: Х000001, ნუმერაცია იწყება Х000001. რიგითი ნომრის პირველი ციფრი (Х) არის საკონტროლო ციფრი, რომელიც გამოითვლება სპეციალური ფორმულით და რომელსაც მიმწოდებელი აწვდის შემსყიდველს“.
3. ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი.
4. ბრძანების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. წიგნაკი უნდა შეიცავდეს 54 (ორმოცდათოთხმეტი) უწყვეტი თანმიმდევრობით დანომრილ გვერდს (წინა და უკანა ყდების შიდა გვერდების გარდა), მათ შორის:
ა) 2–3 გვერდებს – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემებისათვის;
ბ) 4–21 გვერდებს – მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებისათვის;
გ) 22 - 27 – მეზღვაურის სამედიცინო შემოწმებისშესახებ ინფორმაციისათვის;
დ) 28-47 გვერდებს – სასაზღვრო-საკონტროლო ორგანოების აღნიშვნებისათვის;
ე) 48-54 გვერდებს – შენიშვნები – ინფორმაცია, რომლებიც არ იქნა შეტანილი 1-44 გვერდებზე“.
5. ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის მასალა და დაცვის საშუალებები
1. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან.
2. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალა. ყდის სისქე უნდა იყოს 280-დან 350 მკრ-მდე. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს წიგნაკის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი.
3. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის შიდა ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მასა შეადგენს არანაკლებ 90 გრამი/კვ მ. (+/- 5%);
ბ) ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი;
გ) მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
4. წიგნაკის 1-ლი და მე-2 გვერდები უნდა იყოს დამზადებული 100% მრავალშრიანი პოლიკარბონატისაგან, ან ისეთი პოლიკარბონატული მასალისაგან, რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 10 წელი.
5. წიგნაკის 1-ლი და მე-2 გვერდები დამაგრებული უნდა იყოს ყდაზე თერმოპლასტიური პოლიურეტანით, რომელიც ინტეგრირებულია მონაცემთა ფურცლის მთელ ზედაპირზე. ამ გვერდებზე შესაძლებელია არ იყოს გამოსახული მრავალტონალური წყლის ნიშანი.
6. ამ დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად მეორე გვერდზე ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით.
7. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც:
ა) 100% ბამბის ქაღალდისაგან;
ბ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან.
8. წიგნაკის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამება ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნებს. წიგნაკის შიდა გვერდების შესაძლო დამცავი ელემენტები უნდა მოიცავდეს:
ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ა.ა) ქაღალდი:
ა.ა.ა) მასზე დატანილი უნდა იყოს მრავალტონალური ექსკლუზიური წყლისნიშანი საზღვაო თემატიკით;
ა.ა.ბ) უნდა იყოს ოპტიკური მათეთრებლების გარეშე, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებულ იქნეს დამცავი ბოჭკოები (ხილული და უხილავი) და საღებავები, რომლებიც განიცდიან ფლურენსაციას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად;
ა.ა.გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბებისას ქიმიური ზემოქმედების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები.
ა.ბ) ბეჭდვა:
ა.ბ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური (ტალღისებური თხელი ხაზების) სახით;
ა.ბ.ბ) ყველა გვერდზე დატანილი უნდა მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო Maritime Transport Agency), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი.
ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს:
ბ.ა) ქაღალდი, რომელზეც დატანილია ხილული და უხილავი ბოჭკოები, რომლების განიცდიან ფლურესენცირებას ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით;
ბ.ბ) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში.
გ) დანომვრას:
გ.ა) მეზღვაურის წიგნაკის ნომერი ლაზერული წესით პერფორირებულია გვერდების ქვედა ან ზედა ნაწილში. ნუმერაცია გადის წიგნაკის ყველა გვერდზე, გარდა ყდის პირველი შიდა გვერდისა და პირველი და მე-2 გვერდებისა;
გ.ბ) უხილავი მელნით დატანილი მეზღვაურის წიგნაკის გვერდების რიგითი ნომერი;
გ.გ) გვერდების ნუმერაცია უნდა შეადგენდეს დიზაინის განუყოფელ ნაწილს.
დ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით.
9. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის გვერდები აკინძული უნდა იყოს დახურული გვირისტული (Lock Stitching) ნაკერით, ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე დამცავი ძაფებით, რომლებიც იცვლიან ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. ძაფის ბოლოები ჩამალულია წიგნაკში და ნაკერები დაშორებულია წიგნაკის კიდეებს. გამძლეობის ასამაღლებლად გამოიყენება ყდის გამამაგრებელი ზოლი.
10. მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის მე-2 გვერდის დაცვის ნიშნების მიმართ წამოყენებულია შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:
ა) გამოსახული უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი გრაფიკული ნიშანი, რომელიც იცვლის ფერს ან ხილვადი ხდება დახრის კუთხის ცვალებადობით.
6. ბრძანების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება მეზღვაურის წიგნაკის გამცემის სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტის გვერდი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის დამამზადებლის რეკვიზიტები ინიციალებით და ჰორიზონტალური ბეჭდვით სიტყვები „საქართველო, Georgia”. ყდის მეორე შიდა გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება „მეზღვაურის წიგნაკი 54 გვერდიანია“.
5. წიგნაკის შიდა გვერდებზე დაიტანება საზღვაო თემატიკის შემცველი გამოსახულებები.“.
7. ბრძანების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. წიგნაკის ნაწილი I – „მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები“ (გვერდი 2–3) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:
ა) საქართველო/Georgia;
ბ) მეზღვაურის წიგნაკის № / Seaman’s Book№;
გ) სახელი/Name;
დ) გვარი/Surname;
ე) პირადი ნომერი/Personal №;
ვ) მოქალაქეობა/Nationality;
ზ) დაბადების თარიღი/Date of birth;
თ) დაბადების ადგილი/Place of birth;
ი) სქესი/Sex;
კ) მეზღვაურის ნომერი / Seaman’s number
ლ) მფლობელის განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი /Special physical mark of holder;
მ) მფლობელის ბიომეტრიული მონაცემები (შტრიხკოდი) / Biometric data of holder (არცოდე);
ნ) მფლობელის ხელმოწერა/Holder’s Signature;
ო) გამცემი ორგანო /Issuing Authority;
პ) გამცემი სახელმწიფოს კოდი/Code of issuing state – “GE”;
ჟ) გაცემის ადგილი / Place of Issue
რ) გაცემის თარიღი / Date of Issue;
ს) მოქმედების ვადა / Date of Expiry
ტ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა / Signature of authorized person;
უ) ბ.ა/stamp.
8. წიგნაკის ნაწილი II – „მონაცემები მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ” (გვერდები 4 – 21) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:
ა) გემის სახელი, სრული ტევადობა ან ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე, IMO ნომერი, ტიპი, Name of vessel, gross tonnage or propulsion power, IMO number, Type;
ბ) დანიშვნის თარიღი და ადგილი / Date and place of engagement;
გ) დათხოვნის თარიღი და ადგილი / Date and place of discharge;
დ) წოდება (რანგი) / Grade (Rank)
ე) ნაოსნობისრაიონი / Voyage description;
ვ) გემის ბეჭედი და კაპიტნის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერა დანიშვნისას და დათხოვნისას / Ship’s stamp and signature of master or acting person on engagement and discharge;
9. წიგნაკის ნაწილი III – სამედიცინო შემოწმების შესახებ ინფორმაცია (გვერდები 22-27) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს:
ა) შემოწმების თარიღი / Date of examination;
ბ) შემოწმების ადგილი /Place of examination;
გ) დასკვნა / Result;
დ) ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი/ Signature of doctor and stamp.
8. წიგნაკის ნაწილი IV – „სასაზღვრო-საკონტროლო ორგანოების აღნიშვნები” (გვერდები 28-47) უნდა შეიცავდეს მონაცემებს მეზღვაურის მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ.
9 . წიგნაკის ნაწილი V – შენიშვნები (გვერდები 48-54) უნდა შეიცავდეს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც არ არის გათვალისწინებული წიგნაკის დანარჩენ ნაწილებში“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. იობიძე