მუნიციპალური პროგრამის - „1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის წესის“დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.03.2012
ძალაში შესვლა 17.04.2012
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალური პროგრამის - „1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის წესის“დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:14.2pt 42.5pt 42.55pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2012 წლის 29 მარტი
ქ. ონი
მუნიციპალური პროგრამის – „1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის წესის“დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №55 განკარგულების №1 დანართის მე-3 პუნქტის და „ონის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 16 დეკემბრის №37 დადგენილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს მუნიციპალური პროგრამა
– „1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის წესი“ (დანართი №1).
2. დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარეს, დაამტკიცოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხთა შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 აპრილიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე
დანართი №1
მუნიციპალური პროგრამა – „1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
მუნიციპალური პროგრამა აწესრიგებს „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №55 განკარგულების და „ონის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 16 დეკემბრის №37 დადგენილების შესაბამისად 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის (შემდგომში
– „კომპენსაცია“) ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესს (შემდგომში
– „წესი“), მოქალაქეთა კატეგორიებს, რომლებზედაც გაიცემა ფულადი კომპენსაცია, შესაბამისი კომისიის მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.
მუხლი 2🔗. კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი
1. კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.
2. კომპენსაცია ერთჯერადია და გაიცემა ოჯახზე.
მუხლი 3🔗. კომპენსაციის მიმღები ოჯახები
1. ამ ეტაპზე კომპენსაცია გაიცემა 1991 წელს ონის რაიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ
, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ იმ ოჯახებზე:
ა) რომლებიც მიწისძვრის შედეგად დარჩნენ უსახლკაროდ და ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ფიცრულში, ვაგონში, სხვა ტიპის დროებით სადგომში, ასევე ცხოვრობენ სხვის სახლში/ბინაში ფინანსური ანაზღაურებით (ქირით) ან მის გარეშე;
ბ) რომელთა საცხოვრებელი სახლი მიწისძვრის შედეგად არის ძლიერ დაზიანებული ან/და საცხოვრებლად უვარგისი;
გ) რომელთა საცხოვრებელი სახლი დაინგრა მიწისძვრის შედეგად და მათი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ამჟამად არ არის დასრულებული;
დ) რომლებიც ცხოვრობდნენ ქ. ონში, ბარათაშვილის ქუჩა №
1-სა და №3-ში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში;
ე) რომლებმაც 1991 წელში ქ. ონში
, სააკაძის ქუჩა №8-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით დაზიანებული ორი სართულის გადახსნის შედეგად დაკარგეს ბინა.
2. კომპენსაცია არ გაიცემა იმ ოჯახებზე:
ა) რომლებსაც, როგორც 1991 წელს ონის რაიონში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულს, სახელმწიფოსგან/თვითმმართველი ერთეულისგან მიღებული აქვთ კომპენსაცია 5000 ლარის ოდენობით;
ბ) რომლებსაც, როგორც 1991 წელს ონის რაიონში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულს, სახელმწიფოსგან/თვითმმართველი ერთეულისგან მიღებული აქვთ რაიმე სახის დახმარება/კომპენსაცია;
გ) რომელთა საცხოვრებელ სახლს ან ბინას 2009 წლის სექტემბერში ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის გამო ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ან მათ განსახორციელებლად მიღებული აქვთ ერჯერადი ფულადი დახმარება/კომპენსაცია;
დ) რომლებსაც, როგორც 1991 წელს ონის რაიონში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახს, საცხოვრებელი სახლი/ბინა შეუძინა საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
მუხლი 4🔗. კომისია
1. კომპენსაციის მიმღები ოჯახების დადგენას ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული პირობების დაცვით ახორციელებს „1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხთა შემსწავლელი კომისია (შემდგომში – „კომისია“).
2. კომისია იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3. კომისია შედგება 1
7 წევრისგან, რომლის წევრები შესაძლებელია იყვნენ:
ა) ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით არჩეული წევრები;
ბ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეები;
გ) ონის მუნიციპალიტეტის რწმუნებულები;
დ) იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში საქმიანობენ;
ე) ცალკეული მოქალაქეები.
4. კომისიას თავმჯდომარეობს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირი.
5. კომისიის წევრები თავის საქმიანობა ახორციელებენ უსასყიდლოდ.
მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
3. კომისიის სხდომას, როგორც წესი, წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის უხუცესი წევრი.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი.
5. კომისიის სხდომა ღიაა. სხდომა დახურულად ცხადდება კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.
6. სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად.
7. კომისიის სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით წყდება ღია ან ფარული კენჭისყრით.
8. კომისიის ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები.
ვ) მიღებული გადაწყვტილება;
ზ) კომისიის წევრის განსხვავებული აზრი.
9. კომისიის სხდომის ოქმის შედგენას აწარმოებს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე, რომელიც არ არის კომისიის წევრი.
10. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და სხდომის ოქმის შემდგენელი პირი.
მუხლი 6🔗. მოსამზადებელი სამუშაოები კომპენსაციის მიმღები ოჯახების დადგენის მიზნით
1. კომპენსაციის მიმღები ოჯახების დადგენის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისთვის კომისია ქმნის სამუშაო ჯგუფს (არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით).
2. სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. სამუშაო ჯგუფი განიხილავს საარქივო მასალებს, ცნობებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებს შეიძლება წარმოადგენენ. სამუშაო ჯგუფი საჭიროების შემთხვევაში ადგილზე (საველე პირობებში) ეცნობა იმ გარემობებებს, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებისთვის ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებს შეიძლება წარმოადგენენ.
მუხლი 7🔗. კომისიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებები
1. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება არანაკლებ წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
2. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ოჯახის მიმართ.
3. კომპენსაციის მიმღები ოჯახების დადგენის (იდენტიფიკაციის) პროცესში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დაბრკოლებების არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, პირველ რიგში, განიხილოს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული იმ კატეგორიისათვის მიკუთვნებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი, რომელთა ზუსტი იდენტიფიკაცია შესაძლებელია და ამისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი დაბრკოლებები არ არსებობს.
4. კომისიის დადებითი გადაწყვეტილება, 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ონის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახისთვის (ოჯახებისათვის) განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე, გადაეცემა საკრებულოს აპარატს, რომელიც გადაწყვეტილებას უგზავნის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას.
5. კომისიის გადაწყვეტილება, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ განხილვის შემდეგ, გადაეცემა საკრებულოს აპარატს, რომელიც ამზადებს საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.
6. კომისიის დადებითი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და შესაბამის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულება
ამ წესის შესაბამისად, შექმნილი კომისია თავის საქმიანობაში ითვალისწინებს ასევე „1991 წელს ონის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაციით მოსარგებლეთა განსაზღვრის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივლისის №47 განკარგულების შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობას და მოპოვებულ მასალებს.