„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
140060000.35.136.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2012 წ ლის 30 მარტი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში (სსმ, 13.02.2012.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი . სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით , ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით , სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოხელეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა შვებულებების გამოყენების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სამსახურის მოხელეები

1. სამსახურის მოხელეების რაოდენობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო განრიგით.

2. სამსახურის მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის მოხელეები :

ა) სამსახურის უფროსს წარუდგენენ თავიანთ ი საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ამზადებენ და ხელს აწერენ შესაბამის დოკუმენტაციას, იძლევიან სათანადო დასკვნებს, შეისწავლიან და წარმოადგენენ წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში;

გ) ასრულებენ ამ დებულებით, შინაგანაწესით, გამგებლის და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ნ. თავართქილაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.03.2012.
როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.03.2012. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 140060000.35.136.016094.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №15, 30.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.136.016094 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1629873/