„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2012 წ ლის 30 მარტი
დაბა ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს № 15 დადგენილებაში (სსმ, № 26, 17.09.2010.) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულო არის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულების (რეგლამენტით) დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს სამუშაო გეგმების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და თვითმმართველ ი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თვითმმართველ ი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს; გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველ ი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ თვითმმართველ ი ერთეულის რწმუნებულთან ერთად.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამ დებულების (რეგლამენტის) 134-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტორის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, თუ საკრებულოს მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწვეული აუდიტორის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების თაობაზე, აგრეთვე ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 90-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შემთხვევაში – აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში ტარდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ დებულების (რეგლამენტის) 126-ე მუხლით დადგენილი ფორმების გამოყენებით.“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 90-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის გამგებელი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებას. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტის ჩატარების შემთხვევაში – დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).“.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება თვითმმართველ ი ერთეულ ის ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება თვითმმართველ ი ერთეულ ის ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულებთან.
3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად თვითმმართველ ი ერთეულ ის ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ამ დებულების (რეგლამენტის) 134-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე „www.matsne.gov.ge“, ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, თვითმმართველ ი ერთეულ ის ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება თვითმმართველ ი ერთეულ ის ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“.
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 117-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულ ში თვითმმართველ ი ერთეულის რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობაში).“.
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულისა და თვითმმართველ ი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას.“.
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 126-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თვითმმართველ ი ერთეულის რწმუნებულის ინიციატივით;“.
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 126-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს თვითმმართველ ი ერთეულის რწმუნებული, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.“.
14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 126-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხულ ი უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე თვითმმართველ ი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველ ი ერთეულის რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არანაკლებ ხუთი მონაწილე.“.
15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 130-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების (თვითმმართველ ი ერთეულის რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობა, სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ. დარბაზში).“.
16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 132-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველ ი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი, გამგეობის სამსახურების უფროსები და თვითმმართველ ი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, ამ დებულების (რეგლამენტის) 134-ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“.
17. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 134-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) გამგებლის, გამგეობის სამსახურების უფროსების და თვითმმართველ ი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;“.
18. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 134-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოიკრას თვითმმართველ ი ერთეულის რწმუნებულის შენობასთან განთავსებულ სპეციალურ სტენდზე. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდზე ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და თვითმმართველ ი ერთეულის რწმუნებულებთან.“.
19. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 137-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 137. 2011 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის გამოქვეყნების დროებითი წესი
2010 წლის 15 ივლისიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ხოლო ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, აგრეთვე, თვითმმართველ ი ერთეულ ის ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე