„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 04.04.2012
ძალის დაკარგვა 25.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-18/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470010010.22.035.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt 55.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-
18/ნ
2012 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე
-3 მუხლის ჰ6 და ჰ7 ქვეპუნქტების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე
-20 მუხლის მე
-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო მედიაციის სამსახური.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის
თანდართული დებულება.
3. ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.
ზ
. ჭიაბერაშვილი
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სამედიცინო მედიაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ6 და ჰ7 ქვეპუნქტების შესაბამისად სამედიცინო მედიაციის განმახორციელებელი კომპტენტური ორგანო, რომელიც შექმნილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახურს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის მიზნები და ამოცანები, საქმიანობის პრინციპები, ფუნქციები და უფლებამოსილება
1. სამსახურის მიზნები და ამოცანებია:
ა)
სახელმწიფო/ადგილობრივი/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი
დავების განხილვა და სამედიცინო მედიაციის ფუნქციის შესრულება
;
ბ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში მზღვეველისა და დაზღვეულის კანონიერი ინტერესების დაცვა;
დ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულისა და მზღვეველის სამედიცინო პროვაიდერს შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობა
;
ე) სახელმწიფო სამედიცინო/სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის სხვა ღონისძიებების გატარება.
2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) დაზღვევის სუბიექტების, ასევე დაზღვევის სუბიექტის სამედიცინო პროვაიდერის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) დამოუკიდებლობა კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;
გ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;
დ) საქმიანობის საჯაროობა.
3. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით სამედიცინო მედიაციის სამსახურისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა:
ა.ა)
პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის;
ა.ბ)
სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
ა.გ)
პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
ბ) ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) სამედიცინო მედიაციის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღება;
დ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, დაზღვევის სუბიექტებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამების განხორციელების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს
ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახური
ს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. სამსახური
ს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახური
ს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. უფროსის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხით.
4. სამსახური
ს უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს სამსახური
ს უფროსი.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
სამსახური
ს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამსახური
ს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
გ) ერთპიროვნულად უძღვება სამსახური
ს საქმიანობას, ახორციელებს სამსახური
ს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სამსახური
ს სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განკარგავს სამსახურის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სამსახურის საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ვ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სამსახური
ს უფროსის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
თ) ახორციელებს სამსახურში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
ი) თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზრვრული,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურშ
ი დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) სამსახური
ს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახური
ს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სამსახური
ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სამსახური
ს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ნ) ზრუნავს სამსახური
ს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ო) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახური
ს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
პ) სამინისტროში წარადგენს სამსახური
ს ბიუჯეტის პროექტს, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში
, შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმას;
ჟ
) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სამსახური
ს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
რ
) ამტკიცებს სამსახური
ს შინაგანაწესს;
ს) ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ტ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. სამსახურს შეიძლება ჰყავდეს ტერიტორიული ორგანოები.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახური
ს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამსახური
ს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სამსახური
ს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.
2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სამსახური
ს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. სამსახურმა
სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.
7. სამსახური
კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 8🔗. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.