„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება №5526
2012წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ტ) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):
ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ3“ ქვეპუნქტი:
,,ლ3) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრობიზნესის ან/და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება;“;
ბ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:
,,ვ1) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის ასახვა;”;
გ) 91 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:
,,ზ1) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრობიზნესის ან/და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;”;
დ) მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, პ7“ ქვეპუნქტი:
,,პ7) გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს დაქვემდებარებული მიკრო ბიზნესის ან/და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე