„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016091
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება№19

2012წლის 10 აპრილი

 ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებ ები „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის №13 დადგენილები ს (სსმ, 20.02.2012) დანართში:

1. შევიდეს ცვლილება მე-13 მუხლის მე-2 პუნქტ ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.გამგებელი:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:

ა1) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;

ა2) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და გამგეობის შინაგანაწესს;

ა3) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;

ა4) გამგეობის სამუშაო გეგმებს;

ა5) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ა6) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტებს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შე ს ა ტა ნად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;

ა7) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;

ა8) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;

ა9) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;

ა10) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა11) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქ თ მშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა12) გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შე ს ახებ წინადადებებს;

ა13) წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას ;

გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას. საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;

ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;

ზ1) გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტებს მშენებლობის ნებართვისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.

2. შევიდეს ცვლილება მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.”

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე        გ. ფეიქრიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.04.2012.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.04.2012. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.161.016091.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 თებერვლის № 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №19, 10.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016091 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1631915/