საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,597 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება № 48 2012 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ ” ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 111114013, 15/11/2011). მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვლ. ვარძელაშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (შემდგომში – „სასახლე“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. „სასახლეს“ აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ანგარიში ხაზინაში და სხვა ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 3. „სასახლე“ საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 4. „სასახლის“ იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. №6. 5. „სასახლე“ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. მუხლი 2🔗. „სასახლის“ მიზნები და ამოცანები „სასახლის“ ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია: ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება;  ბ) ბავშვებში და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;  გ) ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა;  დ) ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის დანერგვისა და დამკიდრებისათვის ხელშეწყობა, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებაში ადაპტაციის უნარ-ჩვევების შეძენა, ბავშვებისა და ახალგაზრდების დასვენება, ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა;  ე) მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება;  ვ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობა, საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;  ზ) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის, სოციალურად დაუცველი, აგრეთვე სწავლაში, ხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონცერტების, ფესტივალების, გამოფენების, ოლიმპიადების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობა;  თ) ბავშვებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის და ასევე საქართველოში მცხოვრები მოზარდების უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დამეგობრების ხელშეწყობა და ამ მიზნით გაცვლითი პროგრამების განხორციელება;  ი) დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციისა და მის ძირითად მიმართულებებთან „სასახლის“ საქმიანობის ჰარმონიზაციის მიზნით. მუხლი 3🔗. „სასახლის“ უფლებები 1. თავისი მიზნების განხორციელებისათვის „სასახლეს“ უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განახორციელოს თავისი პროფილის შესაბამისი საქმიანობა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებაში და ამ მიზნით გასწიოს საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა; ბ) შემოიღოს ფასიანი მომსახურება (მათ შორის, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზებისა და „სასახლის“ სარგებლობაში არსებულ ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს „სასახლის“ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით , „სასახლის“ საფინანსო გეგმით განსაზღვროს სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი, შეიმუშაოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო პროექტები და პროგრამები; დ) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, განათავსოს სპეციალური ვებგვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში, გამოსცეს სხვადასხვა სახის პერიოდული გამოცემები და შეიმუშაოს სპეციალური შემეცნებითი პროგრამები; ე) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შექმნას ფილიალები საქართველოში და კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან ხელშეკრულებები და გარიგებები; ზ) დადგენილი წესით მიიღოს გრანტი; თ) მიიღოს შემოწირულობანი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ი) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; კ) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს „სასახლის“ მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს „სასახლის“ შინაგანაწესი, „სასახლეში“ დასაქმებულ პირთათვის განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა, დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. 2. „სასახლეს“ მხოლოდ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა; ე) თავის ქონებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. „სასახლისათვის“ გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. „სასახლის“ მართვა 1. „სასახლის“ მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. 2. „სასახლის“ დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს „სასახლის“ საქმიანობას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა „სასახლის“ საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;  ბ) აყალიბებს და აკონტროლებს „სასახლის“ საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „სასახლის“ დირექტორის მოადგილე(ებ)ს; დ) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „სასახლის“ თანამშრომლებსა და აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ე) ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს; ვ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს „სასახლის“ სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს და აგრეთვე „სასახლის“ მიერ განსახორციელებელ პროგრამებს; ზ) ამტკიცებს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფასიანი მომსახურების განაკვეთებს და, აგრეთვე, ამ მხრივ განსაზღვრავს საშეღავათო პირობებს შესაბამისი კატეგორიის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; თ) დადგენილი წესის შესაბამისად, წყვეტს „სასახლის“ თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების, „სასახლის“ თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხებს; ი) ამტკიცებს „სასახლის“ შინაგანაწესს და მუშაობის რეგლამენტს, „სასახლის“ სრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და „სასახლის“ თანამშრომელთა საქმიანობის ნორმებისა და წესების განმსაზღვრელ მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს; კ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს „სასახლის“ სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ყველა ინსტანციაში; ლ) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; მ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ნ) აკონტროლებს „სასახლის“ თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ო) ამზადებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტს „სასახლის“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; პ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „სასახლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ; ჟ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები. მუხლი 5🔗. „სასახლის“ ქონება  1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „სასახლეს“, სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი უსასყიდლო სარგებლობის ფორმით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და საფინანსო რესურსები.  2. „სასახლეს“ უფლება აქვს პროფილური საქმიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგოს კანონით ნებადართული საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომელიც მთლიანად ხმარდება „სასახლეს“. მუხლი 6🔗. „სასახლის“ ფინანსური სახსრები 1. „სასახლის“ დაფინანსების სახსრებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობა; ე) დონორი ორგანიზაციების დახმარება (გრანტები); ვ) ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „სასახლის“ მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 7🔗. „სასახლის“ საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება 1. „სასახლე“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს იგი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. 2. „სასახლის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. „სასახლის“ საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. „სასახლის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, შეაჩეროს ან გააუქმოს „სასახლის“ არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი „სასახლის“ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 10🔗. „სასახლის“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია „სასახლის“ რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და „სასახლის“ ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.