„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 5 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №63
2012 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 5 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 5 დეკემბრის №175 ბრძანებ ით( www.matsne.gov.ge, 111205032, 07/12/2011, 0070.54.066.016019) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წეს ში “ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს “ ქვეპუნქტი:
„ს ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო , რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის პირველი ნაწილის 11.2 პუნქტის და მე-3 ნაწილის მე-2 სექციის 9.2 პუნქტის მოთხოვნებს“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ექსპლუატაციაში არსებული სხ-ის ტიპის ან მოდიფიკაციის შეცვლის, დამამზადებლის ან საკონსტრუქტორო ბიუროს შესაბამისი დირექტივის (რეკომენდაციის), სააგენტოს მიერ ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა, საკუთარ ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” და/ან ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოში“ შეიტანოს შესაბამისი დამატებები და ცვლილებები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს წესებს, რომლის საჰაერო სივრცეშიც სხ-ის ექსპლუატანტი ასრულებს ფრენებს. აღნიშნული ცვლილებები მის განხორციელებამდე თანხმდება სააგენტოსთან“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . დავითაძე