„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №64
2012 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ”სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის„საჰაერო ხომალდ ებ ის საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები ს“დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებ ით( www.matsne.gov.ge, 110803011, 09/08/2011, 310050020.54.066.016008) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საავიაციო პერსონალის მიერ იმ ენის ფლობა, რომლითაც შედგენილია საფრენოსნო ექსპლუატაციის, ფრენების შესრულებისა და ექსპლუატანტის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოები და ის ნორმატიული აქტები, რომლებიც პერსონალის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს“.
2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ტმ -ის მართვის სახელმძღვანელო“.
3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსპლუატანტი ვალდებულია სამუშაოდ დაიქირაოს ისეთი ფიზიკური პირი (ან პირთა ჯგუფი), რომელიც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს და ტმ-ს უზრუნველყოფს „ტმ-ის მართვის სახელმძღვანელოს” (იხ. მე-18 მუხლი) შესაბამისად“.
4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო
1. ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) შეიმუშაოს ტმ-ის მართვის ისეთი სახელმძღვანელო, რომელსაც ტექნიკური მომსახურებითა და ექსპლუატაციით დაკავებული პერსონალი საინსტრუქციო საბუთად გამოიყენებს;
ბ) უზრუნველყოს ტმ-ის მართვის სახელმძღვანელოში აუცილებელი ცვლილებების შეტანა, ასახული ინფორმაციის მიმდინარე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
გ) საქართველოსა და/ან სხ-ის რეგისტრაციის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებას წარუდგინოს ტმ-ის მართვის სახელმძღვანელო ყველა ცვლილებითა და დამატებით, აგრეთვე ის აუცილებელი მასალები, რაც კი მათ შეიძლება მოითხოვონ.
2. ტმ-ის მართვის სახელმძღვანელოს ამტკიცებს ექსპლუატანტი და ითანხმებს სააგენტო.
3. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის პირველი ნაწილის 11.2 პუნქტის და მე-3 ნაწილის მე-2 სექციის 9.2 პუნქტის მოთხოვნებს“.
5. მე-3 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ხარისხის სისტემის ორგანიზაციულ გაფორმებას შეიძლება ჰქონდეს თავისებურებები იმისდა მიხედვით, თუ ექსპლუატანტს როგორ აქვს საქმიანობა მოგვარებული. თუ ტმ-ს სხვა საწარმო ატარებს, სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული უნდა იყოს ექსპლუატანტისა და ამ საწარმოს ურთიერთობები და ექსპლუატანტის „ხარისხის სახელმძღვანელოსა” და „ტმ-ის მართვის სახელმძღვანელოს” მოთხოვნების შესაბამისობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . დავითაძე