„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება № 54

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ3) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის:

ზ3.ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება;

ზ3.ბ ) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების განხილვა;

ზ3.გ ) პერსონალიზაცია;

ზ3.დ ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“;

ბ) „43“, „44“ და „45“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. სააგენტოს ძველი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.ბ“, „ზ3.გ“და „ზ4.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

44. სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის და რუსთავის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.ბ“, „ზ3.გ“, „ზ4.ბ“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

45. სააგენტოს ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.ბ“, „ზ3.გ“, „ზ4.ბ“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

გ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ვ1.გ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.გ “ და „ზ4.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. 21 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტრონული შეტყობინების სახით წარდგენილი დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების საფუძველზე განახორციელონ დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაცია; გასცენ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა/სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობა, თუ შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია დასტურდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ასევე უზრუნველყონ შესაბამის სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირისათვის მათ მიერ გასაცემი დამზადებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის/ცნობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;“.

3. მე -5 მუხლის 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„82. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე პირადობის ნეიტრალურ მოწმობას და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტოს აფხაზეთის სამსახური, ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე – ცხინვალის ან ახალგორის სამსახურები. სააგენტოს სხვა ტერიტორიული სამსახურები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გადაცემის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.04.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №54. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.016269.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №54, 12.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016269 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1634243/