შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე

მიღების თარიღი 12.04.2012
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2012
matsne.gov.ge 405 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Calibri','sans-serif';} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family-f:'Calibri','sans-serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Calibri','sans-serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Calibri','sans-serif';} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family-f:'Calibri','sans-serif';} span.FooterChar { font-family-f:'Calibri','sans-serif';} span.CommentTextChar { font-family-f:'Calibri','sans-serif';} span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';} span.HeaderChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .7in 1.0in .7in;} div.Section1 {page:Section1;} შემოსავლების სამსახურის  განმარტება  საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე - 8 მუხლის მე - 10 ნაწილზე გრძელვადიანი კონტრაქტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე - 8 მუხლის მე - 10 ნაწილი ,,გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში“ . ანალიზი: კონტრაქტი წარმოებაზე – წარმოადგენს კონტრაქტს საქონლის წარმოებაზე (მომსახურების გაწევაზე), რომელიც ხორციელდება დამკვეთის ნედლეულით , მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება, ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესშიც როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალა) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში). კონტრაქტი მონტაჟზე – წარმოადგენს კონტრაქტს მომსახურების გაწევაზე, როდესაც ხორციელდება ნებისმიერი დანადგარის, მოწყობილობის, აპარატურის ან სხვა საგნის სამონტაჟო საქმიანობა. კონტრაქტი მშენებლობაზე – წარმოადგენს კონტრაქტს სამშენებლო მომსახურების გაწევაზე, როდესაც შემსრულებლის მიერ მშენებლობა ხორციელდება დამკვეთის კუთვნილ მიწაზე, ხოლო ნედლეული შესაძლებელია იყოს როგორც დამკვეთის, ასევე შემსრულებლის. ზემოთ მითითებულ საქმიანობებთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას  წარმოადგენს შინაარსობრივად მათთან დაკავშირებული მომსახურება. მაგალითად, სამშენებლო საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას მიეკუთვნება საპროექტო, საინჟინრო, სამშენებლო ზედამხედველობის და სხვა მომსახურება.        ხელშეკრულება გრძელვადიან კონტრაქტად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია ზემოთ მითითებული მომსახურება არ დასრულდეს იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება.                                                            ამასთან, გრძელვადიან კონტრაქტად არ ჩაითვლება ხელშეკრულება, რომელიც, მართალია, არ სრულდება იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, მაგრამ სრულდება მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში. ფაქტობრივი გარემოება I : საწარმო  X-მა  მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა  Y-თან. ხელშეკრულების შესაბამისად მშენებლობა  დაიწყო 2011 წლის  15  სექტემბერს  და უნდა დასრულდეს 2012 წლის 1 მარტს. შედეგი: მოცემულ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით   მშენებლობა  არ მთავრდება მისი დაწყების კალენდარულ წელს, იგი მაინც არ ჩაითვლება გრძელვადიან კონტრაქტად, ვინაიდან მშენებლობა დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში,  2012 წლის 1 მარტამდე, ანუ დაწყებიდან 6 თვეში .