„სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge ), 02.05.2011, სარეგისტრაციო კოდი: 230020010.05.001.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, მათი რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება.“.
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, ამ კანონით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტო ს წარ უ დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5943- Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5943-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 230020010.05.001.016646.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5943-Iს, 27.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 230020010.05.001.016646 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1634827/