„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონ შ ი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ე“–„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პროდუქციის გატანა მის ი ფარგლებ ი ს გარეთ მუდმივი განთავსების ან გამოყენების მიზნით, უცხო პირთათვის მომსახურების გაწევა და უფლებების მინიჭება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკასთან ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან;
ვ) რეექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის ი ფარგლებ ი ს გარეთ დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ან უცხო სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი მესამე ქვეყანაში;
ზ) ტრანზიტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლით პროდუქციის გადაადგილება;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) იმპორტი – უცხო სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის შემოტანა მუდმივი განთავსების ან გამოყენების მიზნით, მომსახურების გაწევა და უფლებების მინიჭება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკასთან ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან;“.
2. მე-7 მუხლის „ზ“ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) აღკვეთენ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის უკანონო გადაადგილებას საბაჟო გამშვები პუნქტ ის გავლით.“.
3. მე-8 მუხლი ს მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საქართველოს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, სასწავლო და სამხედრო დანიშნულების დამხმარე ქონების, აგრეთვე მათი შემადგენელი ნაწილების ნიმუშების რემონტის მიზნით საბაჟო გამშვები პუნქტ ის გავლით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის შესახებაც ეცნობება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.
16. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის საბაჟო გამშვები პუნქტ ის გავლით გატანას აკონტროლებს შემოსავლების სამსახური.“.
4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი პროდუქციის რეექსპორტი ექვემდებარება საექსპორტო კონტროლს და შეიძლება განხორციელდეს გამომგზავნი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5949- Iს