„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5954-Iს
სარეგისტრაციო კოდი
050030010.05.001.016656
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 31(38), 1999 წელი, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან/ და კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში მოქცევისას, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.“.

  2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თუ საქონლის იმპორტში მოქცევისას, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილში შესანახად განთავსებისას ან საქართველოდან ექსპორტირებისას შესაბამის სამსახურს ექნება საფუძველი ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით, და ასეთ ობიექტზე უფლების მფლობელის მოთხოვნა სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეგისტრირებულია ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამსახურ ი იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღი თ ( მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 6 სამუშაო დღ ით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერების) შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5954- I